ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ევა გოცირიძე„სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. ქვეყანაში თუ არის დანაშაულის დაუსჯელობა, ეს რა თქმა უნდა, არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი16°C
  • თელავი11°C
  • გორი13°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია6°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ12 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:31
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 186 ნახვა

„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის უფრო მიზანშეწონილია, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის და ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით დიდია, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებს“

პლენუმის სხდომა, სამართლებრივად აფასებს თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს, რაც ჩვენი გადმოსახედიდან კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს და აქ პოლიტიკის საკითხი, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად უნდა იყოს,- განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

გორდულაძის თქმით, მმართველი გუნდის მიზანია კონსტიტუციის განუხრელად დაცვა.

„ჩვენთვის, პოლიტიკური გუნდისთვის, უფრო მიზანშეწონილია, ვიწრო პარტიული გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, რაც უფრო მეტად თვალსაჩინო არის იმ პარტიებს, რომლებიც პოლიტიკურ ველზე ჩვენს ოპონენტებს წარმოადგენენ და არიან ოპოზიციურ ფლანგზე დაბანაკებულები, ამ პარტიების ეს საქმიანობა საზოგადოებისათვის ცნობილია. ცნობილია თუ რა აქვთ გაკეთებული წარსულში, რას აკეთებენ აწმყოში და რა სამომავლო მიზნები აქვთ. ამიტომ სუბიექტური პოლიტიკური მიზნიდან რომ გამოვდიოდეთ, ჩვენთვის პირიქით არის, რომ მხოლოდ სასარგებლოა, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზედაც ყველამ ყველაფერი იცის და მხარდაჭერა ჩვენი გაცილებით უფრო დიდია, რაც ორ არჩევნებში, სულ ბოლო არჩევნები რომ ავიღოთ, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში და 2025 წელს თვითმმართველობის არჩევნებში, დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობის ხმები, მილიონ 120 000-ზე მეტი მხარდაჭერის სახით არის გამოხატული საზოგადოების მხრიდან.

ამიტომ აქ ჩვენ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებს ჩვენ და ვართ რა კონსტიტუციის ერთგულნი, რომ იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, რომელიც ჩვენს მიერ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, საჯაროდ ცნობილი ფაქტებიდან, სასამართლო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მათი ქმედებები არის არაკონსტიტუციური, ჩვენი მიზანი არის, რომ კონსტიტუცია განუხრელად იყოს დაცული და დაცული იყოს ამ ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის ფუძემდებლური საწყისები და ზოგადად კონსტიტუციური წყობილება და ამ კონსტიტუციური წყობილებისთვის საფრთხის შექმნა არ უნდა მოხდეს“-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„ევროპის მასშტაბით ბოლო წლებში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა ან შეუჩერდა საქმიანობა - იყვნენ თუ არა ისინიც მსხვერპლები და ხომ არ გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა?“
  2. არჩილ გორდულაძე„საქართველოში სხდომები უკვე მეათე დღეა გრძელდება, ესპანეთის შემთხვევაში სამი პარტია ოთხ დღეში აიკრძალა. ევროპის მასშტაბით 150-მდე პარტიაა აკრძალული, უკრაინაში-22, ანუ, ერთობლივად რომ ხუთზე მეტი პარტია იყოს აკრძალული, ამის პრეცედენტები უკვე არსებობს“
  3. არჩილ გორდულაძე„როდესაც საოკუპაციო ძალა დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს მას საპროვოკაციო საშუალებას აძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს შეჭრის ობიექტად და რომ არა პასუხისმგებლიანი ხელისუფლების გადაწყვეტილება, ეს საფრთხე რეალიზდებოდა“
  4. არჩილ გორდულაძე„გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს“