განცხადება · 93 ნახვა
„რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“
ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.
როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, ის მიდგომა, თითქოს გადაწყვეტილება პარტიების რაოდენობაზე უნდა იყოს დამოკიდებული, საფუძველმოკლებულია.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე ასეული პარტიაა რეგისტრირებული, თუმცა სარჩელში კონკრეტული სუბიექტების შერჩევა საფრთხის ინტენსივობით განისაზღვრა.
“მე არ მგონია, რომ სწორედ რაოდენობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს სტანდარტის, მაღალ თუ დაბალ დონეზე დადგენასთან დაკავშირებით აპელირება. თუ რაოდენობაზე და ფორმალისტურად მივუდგებით, რამდენიმე ასეული პარტია არის რეგისტრირებული, რამდენადაც მახსოვს 300-ს უთანაბრდება. საუბრობდნენ კიდეც კოლეგები იმის შესახებ, კონკრეტულად რა კრიტერიუმით მოხდა ამ პარტიებზე შესაბამისი სწორების აღება და არა, თუნდაც იმ პარტიებზე, რომლებიც სარჩელში გახლავთ მოხსენიებულნი. აქ ჩვენ, რასაკვირველია გამოვდივართ იმ სტანდარტიდან, რომელიც გულისხმობს, რამდენად მაღალი არის რისკები, ინტენსივობა და საფრთხე შესაბამისი ცალკე აღებული პარტიის მხრიდან კონსტიტუციური წესრიგისათვის დამატებითი, გამოწვევების შექმნაზე, ეს რბილად რომ ვთქვათ, ისე კი კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის თვალსაზრისით, ხომ? იმიტომ, რომ არის ეგრეთ წოდებული, ერთკაციანი თუ შედარებით მცირე პარტიები, რომლებიც შეიძლება დღეს, ამ თვალსაზრისით, საფრთხეს არ წარმოადგენდნენ და ესეც ჩვენი მხრიდან ღია პოზიცია არის, ანუ ვინ, რატომ და რა კრიტერიუმით არის სარჩელში მოხსენიებული როგორც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი შესაბამისი პოლიტიკური ძალა.
რომ დავუბრუნდეთ სტანდარტთან დაკავშირებით მსჯელობას, ჩვენ გუშინაც გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმასთან დაკავშირებით, კონსტიტუციური წყობილების კონტექსტში რას ვგულისხმობთ და როგორც განიმარტა, აქ არის ნაგულისხმები დემოკრატიის პრინციპი, სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი, მათ შორის თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კომპონენტი ამავე პრინციპის ქუდქვეშ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ადამიანის ძირითადი უფლებები, როგორც უზენაესი ღირებულება და როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი და ა.შ. მთავარი არის ჩვენთვის ის, რომ ეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი სიკეთეები, ეს პრინციპები და ამდენად კონსტიტუციური წესრიგი იყოს დაცული. თუ ჩვენ ვხედავთ და ვხედავთ ამ შემთხვევაში, რომ მომდინარე საფრთხე, შესაბამისი რისკები არის სათანადოდ ინტენსიური, მაღალი და ამას ადასტურებს თუნდაც მიმდინარე განხილვა, როდესაც ერთი მხრივ, გვაქვს ჯაჭვი მოვლენებისა და ვსაუბრობდით დღეს იმის შესახებ, რომ ინტენსივობამ არათუ იკლო, არამედ მზარდია და მეორე მხრივ, გვაქვს არგამიჯვნის არაერთი მაგალითი და დასტური. თავისთავად უკვე ცხადია, რომ სტანდარტს თავისთავად ქმნის ეს მოცემულობა და სწორედ ეს უნდა იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან შეფასებული, როდესაც მათ შორის თანაზომიერებაზეა ლაპარაკი. რომელი უფრო კონსტიტუციურ-სამართლებრივად მნიშვნელოვანი თუ დაცვის ღირსი სიკეთე არის, როცა ერთ მხარეს დგას კონსტიტუციური წესრიგი, დემოკრატიული წესწყობილება, ფუნდამენტი სახელმწიფოებრიობისა, კონსტიტუციური წესრიგისა და მეორე მხარეს დგას ცალკე აღებული ერთი უფლება. ჩვენი თვალთახედვით ერთმნიშვნელოვნად სასწორის პინა უნდა გადაიხაროს პრინციპების კონსტიტუციური წესრიგის დაცვის კუთხით და დაცვის მიზნით“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
თორნიკე ჭეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თორნიკე ჭეიშვილი„არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები. ეს მოვლენათა ჯაჭვი, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში, ქმნის გარდაუვალ საფრთხეს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ანტიკონსტიტუციური მისწრაფებები სამომავლოდაც იქნება განხორციელებული“
- თორნიკე ჭეიშვილი„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის წიაღში შემავალი პარტიები არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხში, მათ ფაქტობრივად არ გააჩნიათ არავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი“
- თორნიკე ჭეიშვილი„დამხობა თავისი არსით გულისხმობს შემთხვევას, როდესაც დემოკრატიული გზით მოსული ძალა ცდილობს, შეარყიოს კონსტიტუციური მოწყობის საფუძვლები. კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთ კომპონენტთან მაინც რომ მოდიოდეს წინააღმდეგობაში, რასაკვირველია უკვე უნდა შეფასდეს, როგორც დამხობის მცდელობა“
- თორნიკე ჭეიშვილი„როცა საუბარია 2004-2012 წლებზე, მხედველობაშია მისაღები ის მმართველობითი მოდელი, რომელიც იყო მკაცრად ცენტრალიზებული. სისტემატურობა ამ საქმიანობის, რომელიც შესაბამის პირებს უკავშირდებოდა, გვაძლევს მოცემულობას, რომ ცალკე აღებული ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის ადეკვატური შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის“
