ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ შაკო კუჭაშვილი„საკუთარი დედის უარმყოფელი პავლიკა მოროზოვი რა დღეშია, ხედავთ?!“ დღეს 8 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი14°C
  • გორი11°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური9°C
  • მესტია6°C
  • ფოთი13°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ21 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:48
სტივენ ნიკოლა ბარტულიცა

ევროპარლამენტარი

განცხადება · 125 ნახვა

„ევროპის კონტინენტი ვერ იქნება სივრცე, სადაც მსოფლიოს ყველა პრობლემა გადაიჭრება. ევროპულმა ქვეყნებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ პირობები, რომელთა საფუძველზეც ადამიანებს მათ ტერიტორიაზე შესვლისა და დარჩენის უფლება ექნებათ“

ხორვატული მედია ეხმიანება ევროპარლამენტარ სტივენ ნიკოლა ბარტულიცას გამოსვლას ზაგრებში გამართულ კონფერენციაზე თემით - "რა განსაზღვრავს ევროპას?".

სტატიის მიხედვით ევროპარლამენტარი ბრიუსელის კრიტიკით გამოირჩევა და აღნიშნულია, რომ "ევროპა მსოფლიოს ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის".

ბარტულიცამ მასობრივი მიგრაცია ევროპისთვის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ დაასახელა. მისი მტკიცებით, „მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში, რომლებიც შეგნებულად ბოროტად იყენებენ თავშესაფრის მიღების წესებს“, ევროპაში ინტეგრაციის განზრახვის გარეშე, სოციალური დახმარების მისაღებად ჩადის.

"ევროპის კონტინენტი ვერ იქნება სივრცე, სადაც მსოფლიოს ყველა პრობლემა გადაიჭრება“, - განაცხადა ბარტულიცამ. მისი აზრით, ევროპულმა ქვეყნებმა მიგრაცია უფრო მკაცრად უნდა გააკონტროლონ და მკაფიოდ განსაზღვრონ პირობები, რომელთა საფუძველზეც ადამიანებს მათ ტერიტორიაზე შესვლისა და დარჩენის უფლება ექნებათ.

მან ასევე გააფრთხილა საზოგადოება ევროპული ქვეყნების დემოგრაფიული პრობლემების შესახებ და აღნიშნა, რომ მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. მისი შეფასებით, ევროპამ სერიოზულად უნდა იმსჯელოს, როგორ იმოქმედებს ეს ტენდენციები მის მომავალსა და იდენტობაზე.
ბარტულიცას მტკიცებით, დემოგრაფიული პრობლემების გამო "ყველა ერი ნელ-ნელა ქრება" და "ამ სიცარიელეს ვიღაც შეავსებს“. შესაბამისად, მისი აზრით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ, ვინ შედის მათ ტერიტორიაზე და რა პირობებით.

"თუმცა ყურადღებით უნდა ვიყოთ, ვინ მოდის და რა პირობებით," - განაცხადა ბარტულიცამ. ამ კონტექსტში მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქრისტიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ევროპული იდენტობის გაგება მისი ისტორიული როლის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.
ბარტულიცამ ასევე ისაუბრა ეკონომიკურ რისკებზე, რომლებიც ხორვატიას, როგორც ევროკავშირისა და ევროზონის წევრ სახელმწიფოს ემუქრება. მან განსაკუთრებით გამოყო საფრანგეთის მაღალი სახელმწიფო ვალი და გამოთქვა მოსაზრება, რომ მისმა ფინანსურმა პრობლემებმა შესაძლოა სხვა ევროპულ ქვეყნებზეც იქონიოს გავლენა.

მისი განცხადებით, საფრანგეთის სახელმწიფო ვალმა იმ დონეს მიაღწია, რომ ევროკავშირის სიდიდით მეორე ეკონომიკას სესხის აღება უკვე უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით უწევს, ვიდრე საბერძნეთს. მისი შეფასებით, მოვლენების ამგვარმა განვითარებამ შესაძლოა ევროზონას დამატებითი ტვირთი დააკისროს.

"ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ევროზონის სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება და ამის შედეგებს ხორვატიის მოქალაქეებიც იწვნევენ," - დაასკვნა ბარტულიცამ და მოქალაქეები გააფრთხილა, თუ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს საფრანგეთის ფინანსურ პრობლემებს ხორვატიის ეკონომიკისთვის.

სტივენ ნიკოლა ბარტულიცა სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ხორვატიას უნდა შეეძლოს იმ სიტუაციების ამოცნობა, როდესაც მისი ინტერესები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ინტერესებისგან განსხვავდება და ეყოს პოლიტიკური სიმტკიცე, საკუთარი პირობების შესრულება მოითხოვოს“
  2. სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ქრისტიანობისა და კათოლიკური ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ევროპის გაგება. ქრისტიანობა ევროპული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია, რომელიც უფრო ძლიერად უნდა იყოს დაცული“
  3. სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ევროკავშირის ხელმძღვანელობა ევროპული იდენტობის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მისი პოლიტიკა მოქალაქეთა საჭიროებებს არ შეესაბამება“
  4. სტივენ ნიკოლა ბარტულიცა„ევროკავშირის ხელმძღვანელობის პოლიტიკა ევროპულ იდენტობასა და მის ქრისტიანულ საფუძვლებს ეწინააღმდეგება - ევროპის პოლიტიკური რუკა მალე შეიცვლება“