განცხადება · 158 ნახვა
„მსოფლიოში არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს შემთხვევა, როცა სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობდნენ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას“
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში არ არსებობს პრაქტიკა, როდესაც სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობენ კონსტიტუციური განაწესის უგულებელყოფას.
მისი თქმით, მმართველი გუნდის სარჩელში სწორედ ეს არის ერთ-ერთი საფუძველი აღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყნებზე მაქვს საუბარი, სადაც 2016-ის, 2017-ის, 2018-ის, 2020 წლის, 2021 წლის, 2024 წლის, 2025 წლის, ამდენ საერთო საყოველთაო არჩევნებზე, მუნიციპალური იქნება თუ საპარლამენტო არჩევნები, ამდენჯერ სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ცდილობდნენ კონსტიტუციური მთავარი განაწესის, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ამ ყველაფრის უგულებელყოფას, მათ შორის ხალხის არჩევანთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას და ამ გზით ისეთი მოცემულობის შექმნას, რომლითაც შემდეგ გაამართლებდნენ ძალადობრივი გზით სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებას და ადმინისტრაციული შენობების დაკავებას. ამდენჯერ ასეთი რამ რომ მომხდარიყო, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს. შესაბამისად, მათ შორის, ესეც არის ერთ-ერთი საფუძველი, რაც არის წარმოდგენილი ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- არჩილ გორდულაძე„მთავარია, რას აკეთებენ პარტიები დაფუძნების დღიდან და როგორ ემხრობიან, როგორ ამართლებენ ან როგორ ცდილობენ მათი ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, წარსულშიც და ახლაც, გაამართლონ ძალადობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება“
- არჩილ გორდულაძე„24 ადამიანს არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას რომ გამოატარებ, უკანონო მსჯავრით ციხეში რომ გყავს და შემდეგ კითხვა გიჩნდება, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალბათ, ეს კითხვა ქალბატონმა ანა წითლიძემ რიტორიკულად დასვა“
- არჩილ გორდულაძე„დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება არის დაბრუნებული დაზარალებული პირებისათვის- 176 მიწის ნაკვეთი, 8 საცხოვრებელი სახლი, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, 88 ავტომანქანა, მათ შორის თვითმფრინავი და შვეულმფრენები“
- არჩილ გორდულაძე„შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას“
