ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 18 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი10°C
  • გორი8°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია3°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ24 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ21:16
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 182 ნახვა

ლემონჯავას

„მთავარია, რას აკეთებენ პარტიები დაფუძნების დღიდან და როგორ ემხრობიან, როგორ ამართლებენ ან როგორ ცდილობენ მათი ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, წარსულშიც და ახლაც, გაამართლონ ძალადობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება“

საკონსტიტუციო სასამართლოში, „დროას“ წევრის გიგა ლემონჯავას კითხვაზე პასუხის გაცემისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ პარტიის საქმიანობის შეფასებისას გადამწყვეტი მისი დაფუძნების თარიღი კი არა, დაფუძნების დღიდან განხორციელებული მოქმედებებია.

მისი თქმით, მოპასუხე პარტიები, მიუხედავად დაფუძნების დროისა, ერთსა და იმავე პოზიციებს იზიარებენ და მათი მოქმედებები მიმართულია კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების საწინააღმდეგოდ.

გორდულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, როგორ ამართლებენ პარტიების ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები წარსულსა და აწმყოში ძალადობასა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას.

„როდესაც კონსტიტუციის დარღვევას აქვს ადგილი და კონსტიტუციის დარღვევის მიზანი არის ყოველთვის, მოპასუხე პარტიები, მიუხედავად მათი დაფუძნების დღისა და დაფუძნების მომენტისა, ყოველთვის ერთსა და იმავე აზრზე დგანან, ერთსა და იმავე ნაბიჯებს დგამენ და ერთსა და იმავე კვლევებით არიან წარმოდგენილნი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, როდის არის დაფუძნებული პარტია, მისი დაფუძნების დღიდან მოქმედება მიმართულია კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საფუძვლების საწინააღმდეგოდ.

შესაბამისად, პარტიის საქმიანობა აკრძალულია და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, როდის არის პარტია დაფუძნებული. მთავარია, რას აკეთებენ პარტიები დაფუძნების დღიდან და როგორ ემხრობიან, როგორ ამართლებენ ან როგორ ცდილობენ მათი ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, წარსულშიც და ახლაც, გაამართლონ, მაგალითად, ძალადობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება,“ - განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„მსოფლიოში არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს შემთხვევა, როცა სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობდნენ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას“
  2. არჩილ გორდულაძე„24 ადამიანს არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას რომ გამოატარებ, უკანონო მსჯავრით ციხეში რომ გყავს და შემდეგ კითხვა გიჩნდება, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალბათ, ეს კითხვა ქალბატონმა ანა წითლიძემ რიტორიკულად დასვა“
  3. არჩილ გორდულაძე„დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება არის დაბრუნებული დაზარალებული პირებისათვის- 176 მიწის ნაკვეთი, 8 საცხოვრებელი სახლი, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, 88 ავტომანქანა, მათ შორის თვითმფრინავი და შვეულმფრენები“
  4. არჩილ გორდულაძე„შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას“