ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი:„ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება, უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ - მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“ დღეს 16 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი3°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი4°C
  • თელავი3°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური1°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი8°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 26 ნოემბერი
  • USD2.5919−0.0003
  • EUR2.8368+0.0025
  • GBP3.3884+0.0017
  • TRY0.0511−0.0001
  • 100 RUB3.1420−0.0141
  • AZN1.5249+0.0005
  • 1000 AMD7.1939+0.0033
  • 10 UAH0.5722+0.0008
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ19:12
ირაკლი მეზურნიშვილი

განცხადება · 163 ნახვა

„მოგეხსენებათ, რამდენი კონფლიქტი არის რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე“

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე,- ამის შესახებ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა ათენში განაცხადა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის რიგით 68-ე გენერალურ ასამბლეაზე იმყოფება.

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიმყოფებით საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. აქ იმართება რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მიგვეღო მონაწილეობა გენერალურ დებატებში. ძირითადი საკითხები არის ძალიან აქტუალური: შეიარაღებული კონფლიქტის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ, რამდენი კონფლიქტი არის ზოგადად რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალურად მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.

ასევე მქონდა დღეს პატივი ეკონომიკური კომიტეტის წაყვანის. დღეს ასევე გაიმართა საინტერესო დებატები თვითონ კომიტეტის ფარგლებში, რომელსაც ვხელმძღვანელობდი მე, როგორც პაბსეკის ვიცე-პრეზიდენტის რანგში და იქ იყო სხვადასხვა რეზოლუციები, სხვადასხვა რეკომენდაციები. აქტიურად არის საქართველო ჩართული ზოგადად პაბსეკის საქმიანობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს პლატფორმა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“,- განაცხადა მეზურნიშვილმა.

ირაკლი მეზურნიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი მეზურნიშვილი„ინვესტიციების კუთხით იაპონია ძალიან აქტიურია და მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან დიდია ინტერესი იაპონური კომპანიებისა, რომ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე“
  2. ირაკლი მეზურნიშვილი„საქართველოს ენერგეტიკული სექტორი უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. პროგრესი აშკარაა, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია ევროპული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ჩამოყალიბდეს მდგრადი, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული სისტემა“
  3. ირაკლი მეზურნიშვილი„საქართველოში შეიქმნება სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ხელი შეუწყოს ემისიებით ვაჭრობის სისტემის შექმნას და გაატაროს ემისიების შემცირებისთვის საჭირო ღონისძიებები“
  4. ირაკლი მეზურნიშვილი„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად და გააძლიეროს საკუთარი საექსპორტო პოტენციალი“