საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, საქართველოს პირდაპირ დააკავშირებს ევროპულ ენერგოსისტემასთან
“ევროპულ ბაზართან სრული ინტეგრაცია დამოკიდებულია ფიზიკურ კავშირზეც. ამ მხრივ გადამწყვეტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც საქართველოს პირდაპირ დააკავშირებს ევროპულ ენერგოსისტემასთან. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიარდი ევროა და მისი დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება. ეს პროექტი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად და გააძლიეროს საკუთარი საექსპორტო პოტენციალი, “ – აღნიშნა მეზურნიშვილმა.











