ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ დავით ჩიხელიძე„პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს - რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები მიანიშნებს, რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ“ დღეს 10 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი5°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−3°C
  • ფოთი8°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 26 ნოემბერი
  • USD2.5919−0.0003
  • EUR2.8368+0.0025
  • GBP3.3884+0.0017
  • TRY0.0511−0.0001
  • 100 RUB3.1420−0.0141
  • AZN1.5249+0.0005
  • 1000 AMD7.1939+0.0033
  • 10 UAH0.5722+0.0008
ამბავიპოლიტიკა97 ნახვა

ირაკლი წულაიას კრიმინალური წარსულის ქრონოლოგია

ირაკლი წულაიას კრიმინალური წარსულის ქრონოლოგია

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აქტივისტი ირაკლი წულაია წლებია მმართველი გუნდის მისამართით მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევა.

მისი წარსული საქმიანობის შესახებ საჯარო სივრცეში არაერთი სკანდალური ინფორმაცია გავრცელებულა. მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე წულაიას ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეზე მიუთითებს და მის ოჯახს კორუფციაში ადანაშაულებს.

გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი, რომელიც მის კრიმინალურ წარსულს უკავშირდება.

კერძოდ, 2007 წლის 31 დეკემბერს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა წულაია დააკავეს, რომელმაც 23 ოქტომბერს ლევან იმედაშვილი გაძარცვა.

2013 წლის 30 ივლისს, ირაკლი წულაია ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დააკავეს, რომელიც 2 აგვისტოს სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.

2015 წლის 11 მაისს ასევე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იქნა დაკავებულ და 500 ლარით დაჯარიმებული.

2015 წლის 4 ოქტომბერს ირაკლი წულაია ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი განმეორებით იქნა დაკავებული.

2016 წლის 9 აგვისტოს ვაკე-საბურთალოს დეტექტივების განყოფილებების თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს ირაკლი წულაია, რომლის მანქანის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 0,016548 გრ. მეთადონი (მარილი).

2024 წლის 3 ივლისს პოლიციის საქმიანობის ხელის შეშლაზე და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

2024 წლის 16 ნოემბერს ირაკლი წულაია დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე რომელიც სასამართლომ 2025 წლის 11 მარტს დააჯარიმა 700 ლარით.

2025 წლის 19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტზე სასამართლომ 22 ოქტომბერს შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 8 დღით.

ირაკლი წულაია გასამართლებულია 2007 წელს ხულიგნობაზე, 2016 წელს ნარკოტიკების მოხმარებაზე და ასევე 2016 წელს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისა და მოხმარების ფაქტებზე.