განცხადება · 174 ნახვა
„პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს - რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები მიანიშნებს, რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ“
საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული რთული ურთიერთობების ფონზე, დიალოგის აუცილებლობა ეჭვგარეშეა. ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, უპირველესად კი, საქართველოს სუვერენიტეტი, დეოკუპაცია, სავაჭრო ურთიერთობები და ა.შ. სწორედ იმ საკითხებს წარმოადგენს, რომლებზეც საუბარი და გამოსავლის ძიება აუცილებელია. დიალოგი არ ნიშნავს დათმობას, მით უფრო, მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. თუმცა, პრობლემების მოუგვარებლობა და ურთიერთობის სრული ჩაკეტვა არსებულ რეალობას ვერ შეცვლის, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგნელის, გიორგი ზურაბაშვილის ინტერვიუდა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მიერ წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს, ასევე, დამატებით საბაბს უქმნის ოპოზიციას, გააძლიეროს ხელისუფლების თითქოსდა პრორუსულობის შესახებ არსებული პროპაგანდა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ექსპერტი მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები, მიანიშნებს რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, ,,ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ცდილობენ.
,,პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს. იქნება ეს ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებული გაუგებარი პრეტენზიები, უკრაინის ომის დაფინანსების შესახებ საუბარი თუ ერთი შეხედვით უწყინარი ჰუმანიტარული ინიციატივები, მათ შორის უნივერსიტეტების დამეგობრებისა და სტუდენტთა გაცვლის საკითხი, ფაქტია, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი ინიციატივები საქართველოში რადიკალური ოპოზიციისთვის დამატებით საბაბს ქმნის, გააძლიეროს პროპაგანდა ხელისუფლების თითქოსდა პრორუსულობის შესახებ.
განსაკუთრებით თვალში საცემია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პოზიცია. წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური ძალა რუსეთის თემას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად იყენებდა და დღესაც იმავე გზას აგრძელებს. პარადოქსულია, რომ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდს უკავშირდება 2008 წლის ომი, საქართველოს ტერიტორიების დამატებითი ოკუპაცია და არაერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელთა შედეგებსაც ქვეყანა დღემდე იმკის. შესაბამისად, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები დღეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე ხმამაღლა საუბრობენ, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, გაიხსენოს მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და ის შედეგები, რომლებიც ქვეყანას დაუტოვა.
ამ ფონზე რუსეთის ხელისუფლების ქმედებებიც ცალკე შეფასებას საჭიროებს. თუ მათი ინიციატივები საბოლოოდ იმ პოლიტიკური ძალების გაძლიერებას უწყობს ხელს, რომლებიც საქართველოს შიდა დაპირისპირების გაღრმავებით არიან დაინტერესებული, მაშინ ისმის კითხვა, რამდენად შეესაბამება ეს, თავად რუსეთის მიერ დეკლარირებულ ურთიერთობის მოწესრიგების ინტერესს.
აუცილებლად უნდა გავიხსენოთ თვითონ სააკაშვილის სტატუსი, რომელიც მან დაწერიდან მალევე წაშალა, სადაც სააკაშვილი ვარდების რევოლუციაში რუსეთის როლს აღნიშნავს და ვარდების რევოლუციას რუსეთს მიერ მხარდაჭერილ პროცესად აფასებს, რაც ნიშნავს, რომ სააკაშვილი სწორედ რუსული პროექტი იყო და რუსეთი დღემდე ცდილობს, საკუთარი აგენტურის დახმარებას. ნაციონალური მოძრაობის,(რადიკალური ოპოზიციის) და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნების, მიანიშნებს რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, ქართული ოცნების დისკრედიტაციას ცდილობენ," - წერს დავით ჩიხელიძე.
დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
- დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
- დავით ჩიხელიძე„ეკონომიკაზე მსჯელობა, მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არ არის, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია“
- დავით ჩიხელიძე„არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“
