ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ დავით ჩიხელიძე„პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს - რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები მიანიშნებს, რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ“ დღეს 10 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი5°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−3°C
  • ფოთი8°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 26 ნოემბერი
  • USD2.5919−0.0003
  • EUR2.8368+0.0025
  • GBP3.3884+0.0017
  • TRY0.0511−0.0001
  • 100 RUB3.1420−0.0141
  • AZN1.5249+0.0005
  • 1000 AMD7.1939+0.0033
  • 10 UAH0.5722+0.0008
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ12:14
ნინო ფოჩხუა

განცხადება · 120 ნახვა

გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელ ინტერვიუზე

„ჩამოიშალა ნაცების პროპაგანდა „ქართული ოცნების“ პრორუსულობის შესახებ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა კოლექტიური ნაცმოძრაობის ყოფნა რუსეთის სამსახურში“

რუსეთში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელ ინტერვიუში ბევრი გაუგებრობაა. გაუგებარია თუ რატომ აიკრძალა სხვადასხვა ღვინის სახეობა და კიდევ ემატება, მაშინ როცა ქართული ღვინო გამოირჩევა თავისი ხარისხით, დაბალი ფასით და რაც მთავარია დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთის მოსახლეობაში - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, გამოდის, „სასურველ პროდუქტს გზას უკეტავს საკუთარი ხელისუფლება, სამაგიეროდ გზას უხსნის ბევრად ძვირ ევროპულ ღვინოებს, ისე რომ არ ითვალისწინებს საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს“.

„რუსეთში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელ ინტერვიუში ბევრი გაუგებრობაა. გაუგებარია თუ რატომ აიკრძალა სხვადასხვა ღვინის სახეობა და კიდევ ემატება, მაშინ როცა ქართული ღვინო გამოირჩევა თავისი ხარისხით, დაბალი ფასით და რაც მთავარია დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთის მოსახლეობაში. გამოდის, რომ სასურველ პროდუქტს გზას უკეტავს საკუთარი ხელისუფლება, სამაგიეროდ გზას უხსნის ბევრად ძვირ ევროპულ ღვინოებს, ისე რომ არ ითვალისწინებს საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს.

ან ის შემოთავაზება, რომ დამეგობრდნენ უნივერსიტეტები და გაიცვალონ სტუდენტები, ეს ხომ რადიკალური ოპოზიციისთვის პირდაპირი დახმარებაა, რომ უფრო გააღვივონ ხელისუფლების პრორუსულობა, რომელიც აბსურდია. მე ასე მგონია, რომ უკვე ბევრი მიხვდა, სააკაშვილზე სასურველი პრეზიდენტი რუსეთს ჯერ არ ჰყოლია და მაქსიმალურად ასხამდა ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყალს, რასაც სააკაშვილი მადლიერებით პასუხობდა, სტრატეგიული ობიექტების გადაცემითა და ქართული მიწის ოკუპაციით. ამას კიდევ დაემატა სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, რომ იგი ხელისუფლებაში ყოფნის პირველი დღიდან ემსახურებოდა რუსეთს, რადგან რუსეთის ძალისხმევით მოვიდა ხელისუფლებაში, გავიხსენოთ ივანოვი "ვარდების რევოლუციის" დროს და სერგეი ივანოვი საპატიო ადგილას გამოჭიმული სააკაშვილის ინაუგურაციის დროს.

ასე რომ ჩამოიშალა ნაცების პროპაგანდა ქართული ოცნების პრორუსულობის შესახებ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა კოლექტიური ნაცმოძრაობის ყოფნა რუსეთის სამსახურში.“ - წერს ფოჩხუა.

ნინო ფოჩხუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნინო ფოჩხუა„ერთად თავი ისეთმა ადამიანებმა მოიყარეს, რომლებსაც საერთო მხოლოდ ღარიბაშვილის წინაშე პირადი ანგარიშვალდებულება და ფულის სიყვარული აერთიანებთ. ქართული პოლიტიკა უსინდისო და ფულის მოყვარული ადამიანების სიმცირეს რომ არ განიცდის ეს ყველამ იცის, ამიტომ არ გაგიკვირდეთ ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ერთ დროს მისი დაუძინებელი მტრებიც რომ იხილოთ“
  2. ნინო ფოჩხუა„ერთად თავი ისეთმა ადამიანებმა მოიყარეს, რომლებსაც საერთო მხოლოდ ღარიბაშვილის წინაშე პირადი ანგარიშვალდებულება და ფულის სიყვარული აერთიანებთ. ქართული პოლიტიკა უსინდისო და ფულის მოყვარული ადამიანების სიმცირეს რომ არ განიცდის ეს ყველამ იცის, ამიტომ არ გაგიკვირდეთ ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ერთ დროს მისი დაუძინებელი მტრებიც რომ იხილოთ“
  3. ნინო ფოჩხუა„აქციას “საქართველო ივანიშვილის გარეშე” უხელმძღვანელებს ნიკა გვარამია, რომლის ლიდერად წარმოჩენა ლგბტქ თემის წინ წამოწევას გულისხმობს, რაც მორჩილი ადამიანების ჩამოყალიბებას ნიშნავს და რაშიც ხელს ბიძინა ივანიშვილი უშლის“
  4. ნინო ფოჩხუა„„ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ“