ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ დავით ჩიხელიძე„პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს - რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები მიანიშნებს, რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ“ დღეს 10 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი5°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−3°C
  • ფოთი8°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 26 ნოემბერი
  • USD2.5919−0.0003
  • EUR2.8368+0.0025
  • GBP3.3884+0.0017
  • TRY0.0511−0.0001
  • 100 RUB3.1420−0.0141
  • AZN1.5249+0.0005
  • 1000 AMD7.1939+0.0033
  • 10 UAH0.5722+0.0008
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ12:16
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 134 ნახვა

„მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, სადაც აშკარად იგრძნობოდა მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმზე და ზეწოლის გაგრძელების მცდელობა ურჩ "ქართულ ოცნებაზე" ამასთანავე რუბრიკაში "Записки сумасшедшего", უკრაინის მოქალაქემ ცრემლი ღვარა იგორ ივანოვზე მოგონებების გამო“

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველ რაუნდსა და ოპოზიციის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ქართველიშვილი წერს, რომ მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც, მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმზე და „ურჩი“ ქართული ხელისუფლების მიმართ ზეწოლის გაგრძელების მცდელობა იგრძნობოდა, უკრაინის მოქალაქემ, რუბრიკაში „Записки сумасшедшего“, იგორ ივანოვზე მოგონებების გამო ცრემლი ღვარა.

ქართველიშვილის თქმით, საქართველოში „ცხენოსანი მეზღვაურები“ კვლავ ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, როდის უნდა დატოვონ პოლიტიკური სივრცე, თუმცა, საქართველოს ხელისუფლების ქართული კურსი რუსეთის შესაძლო ნეოიმპერიალისტურ ზრახვებს სერიოზულ პრობლემას უქმნის.

„ მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, სადაც აშკარად იგრძნობოდა მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმზე და ზეწოლის გაგრძელების მცდელობა ურჩ "ქართულ ოცნებაზე", ამასთანავე რუბრიკაში "Записки сумасшедшего", უკრაინის მოქალაქემ ცრემლი ღვარა იგორ ივანოვზე მოგონებების გამო - 28 ნოემბრის ამინდის პროგნოზის გამოქვეყნების სურვილი გამიჩნდა, ექსკლუზიურად ნაცსექტანტებისთვის.

"დღეიდან საქართველოს უმეტეს ნაწილში ამინდს განაპირობებენ რუსეთის ტერიტორიიდან შემოსული ნოტიო ჰაერის მასები. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა დაღესტნიდან და ჩეჩნეთიდან გადმოსული მაღალღრუბლიანობის გამო. რუსეთიდან შემოსული ანტიციკლონი საქართველოში თვის ბოლომდე გასტანს"...

არა და, თავისას არ იშლიან - მოსკოვისთვის მონატრებული სასარგებლო იდიოტების რანგში დასაბრუნებლად ემზადებიან ხელისუფლებაში, თავის მორიგ "გრანდიოზულ აქციაზე". რაღაცას ხომ აქვს თავისი უაზრობის "წითელი ხაზი" - რომელიც დიდი ხანია გადაიკვეთა. ერთი ისტორია მახსენდება: დიდი ოქტომბრის რევოლუციის დღეებში, ცნობილ რუს მხატვარ კონსტანტინე კოროვინს ესტუმრა გამოჩენილი რუსი ბანი თეოდორე შალიაპინი და ჰკითხა: "მე მაიძულებენ კონცერტი გავმართო ცხენოსანი მეზღვაურეების (морская кавалерия) წინაშე. ღვთის გულისათვის მიპასუხე - რას ნიშნავს ეს "ცხენოსანი მეზღვაურეები?". "არ ვიცი, რას ნიშნავს "ცხენოსანი მეზღვაურეები", - პირქუშად უპასუხა კოროვინმა - მაგრამ უკვე დადგა იმის დრო, რომ აქედან უნდა გავაჯვათ..."

როდის მიბაძავენ ამ ბრძენ რუსებს ჩვენი "ცხენოსანი მეზღვაურები" - რომლებიც რუსთაველს, ვითარცა მაცივარს არიან მიწებებულები მაგნიტებივით - ვერ გეტყვით. მაგრამ, უკვე თვალწინ მიდგას რუსეთისა და რუსების გაფართოებული თვალის გუგები, რომლებისთვის დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ქართული კურსი - მათ შესაძლო ნეოიმპერიალისტურ ზრახვებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდეს. არანაკლებად სერიოზულს, ვიდრე ფერნაკლული ცისარტყელას დროშის ქვეშ გაერთიანებული ნაცსაქართველო. ერთხელ საცობში, რადიოში - ერთ-ერთ ლიბერალურ გადაცემაში ესეთი შეკითხვა დაუსვეს მსმენელებს: "ქვეყნის ხსნა - დასავლეთიდან მოდის, თუ ჩრდილოეთიდანო" - და სატელეფონო ზარი შემოუშვეს სტუდიაში...

მსმენელის პასუხი იყო: "არც იქიდანო და არც აქედანო" - "მა საიდანო", არ მოეშვა წამყვანი. "საქართველოს ხსნა მუდამ აღმოსავლეთიდან იყო, არის და იქნება" - უპასუხა მსმენელმა. "აააა...ჩინეთი, რა თქმა უნდა, ჩინეთი?" - დამცინავად ჩაეკითხა წამყვანი. "რა ჩინეთი - რის ჩინეთი"- მშვიდად მიუგო მსმენელმა: "ქრისტეშია ხსნა - რომელიც მეორე მოსვლისას აღმოსავლეთიდან მოვა, მანამდე კი ყოველ დღე მის სახელზე აღმოსავლეთისკენ ვლოცულობთ" - და გავიდა მისთვის ამ, უკვე უინტერესო რადიოეთერიდან...“ - წერს ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ“
  2. დავით ქართველიშვილი„ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ“
  3. დავით ქართველიშვილი„საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება ორმხრივი ურთიერთობების უფრო სისტემურ და პრაგმატულ მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი სიგნალია - და ეს პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა“
  4. დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“