ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ლადო სადღობელაშვილი„სწორედ მამაშენი და მისი ბელადი იყვნენ, ჩვენი ისტორიული ძეგლი რომ მიყიდეს აზერბაიჯანს და ეს სააკაშვილს არც დაუმალავს, ერთხელ თუ გამოსულხარ და დაგიგმია ჩვენი მიწის გამყიდველების საქციელი მამაშენის თამადობით? რა გგონია, ქართველი ხალხი ვერ ხვდება ვინ ხარ, რა დავალებას ასრულებ და ვინ დგას შენს უკან?“ დღეს 4 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი9°C
  • გორი4°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური9°C
  • მესტია3°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 27 ნოემბერი
  • USD2.5917−0.0002
  • EUR2.8444+0.0076
  • GBP3.3982+0.0098
  • TRY0.0511
  • 100 RUB3.1488+0.0068
  • AZN1.5236−0.0013
  • 1000 AMD7.1892−0.0047
  • 10 UAH0.5738+0.0016
ამბავიპოლიტიკა193 ნახვა

შსს – ბათუმში გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს სამი თანამშრომელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს

შსს – ბათუმში გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს სამი თანამშრომელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ, – ამის შესახებ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.

„ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენის“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით. ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.