ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ლევან მახაშვილი„ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას - დასანანია, რომ ევროპარლამენტი იუკნევიჩიანეს, გოშიევსკას და აუშტრევიჩიუსის დონეზე დაეშვა“ დღეს 20 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი5°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−2°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 27 ნოემბერი
  • USD2.5917−0.0002
  • EUR2.8444+0.0076
  • GBP3.3982+0.0098
  • TRY0.0511
  • 100 RUB3.1488+0.0068
  • AZN1.5236−0.0013
  • 1000 AMD7.1892−0.0047
  • 10 UAH0.5738+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ17:37
გიორგი სოსიაშვილი

განცხადება · 159 ნახვა

„ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული“

"ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული და ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ უფრო გაუგებარია, რომ საუბრობენ უნივერსიტეტების და სტუდენტების თანამშრომლობაზე, რაღაცა გაცვლით პროგრამებზე", - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, კითხვებს ბადებს რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის უარგუმენტოდ აკრძალვა.

გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები რადიკალური ოპოზიციის ხელშეწყობასა და მისი "გამოცოცხლების მცდელობას" წარმოადგენს. აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, როდესაც რუსეთის ბაზარზე მაღალი ხარისხითა და მისაღები ფასით ცნობილი ქართული ღვინო აკრძალულია, ევროპული ღვინოები კი დაშვებული, ამ ფონზე კი საუბარი მიმდინარეობს უნივერსიტეტებისა და სტუდენტების თანამშრომლობასა და გაცვლით პროგრამებზე.

"ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც არის თავისი ხარისხით ცნობილი და მისაღებია ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული და ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ უფრო გაუგებარია, რომ საუბრობენ უნივერსიტეტების და სტუდენტების თანამშრომლობაზე, რაღაცა გაცვლით პროგრამებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირდაპირ რადიკალური ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა, მათი გამოცოცხლების მცდელობა, იმიტომ რომ არავის არ გაუკეთებია რუსული საქმე ისე, როგორც გააკეთა თავის დროზე და აკეთებს დღესაც ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ლანგრით მიართვა ოკუპანტ სახელმწიფოს ჩვენი ისტორიული მიწები, კოდორის ხეობა და შიდა ქართლის ის განუყოფელი ნაწილი და უამრავი ადამიანი გააუბედურეს და გარდა ამისა, ბაზები განათავსებინეს საქართველოში. ამასაც არ დასჯერდნენ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ უამრავი სახელმწიფო მნიშვნელობის, მნიშვნელოვანი ობიექტი გადასცეს რუსეთის ფედერაციას. ეს არის რუსული საქმე, ამას ჩვენ გვაბრალებდნენ, ახლა ყველაფერი დღესავით ნათელია, საბოლოო ჯამში დაინახა საზოგადოებამ, ვინ არის პრორუსული ძალა და ვინ აკეთებდა რუსული ხელისუფლების საქმეს მთელი ამ ხნის განმავლობაში", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

გიორგი სოსიაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი სოსიაშვილი„მივმართავ საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაი-ქართველებს, მაგალითებს იმისას, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა წლები და მათ სახელებს ვეღარავინ გაიხსენებს, მაგრამ ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ამოშლის ჩვენს გმირ მეფეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის, ოფლისა და შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო“
  2. გიორგი სოსიაშვილი„ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვასო. აქამდე ვისთვის დაუშლიათ დოკუმენტური მასალის კვლევა? გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი ზოგიერთ მათგანს, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ისტორიაში კიდევ უფრო რთულად ყოფილა საქმე“
  3. გიორგი სოსიაშვილი„დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე“
  4. გიორგი სოსიაშვილი„„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე სიყალბით არის გაჯერებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“