განცხადება · 117 ნახვა
ვარდენ მაჭავარიანს
„სწორედ მამაშენი და მისი ბელადი იყვნენ, ჩვენი ისტორიული ძეგლი რომ მიყიდეს აზერბაიჯანს და ეს სააკაშვილს არც დაუმალავს, ერთხელ თუ გამოსულხარ და დაგიგმია ჩვენი მიწის გამყიდველების საქციელი მამაშენის თამადობით? რა გგონია, ქართველი ხალხი ვერ ხვდება ვინ ხარ, რა დავალებას ასრულებ და ვინ დგას შენს უკან?“
შენც სწორედ იმათი პირმშო ხარ, ვინც არა მხოლოდ დავით გარეჯი გაყიდა, არამედ ქვეყნის 20% რუსეთს ჩააბარა და მთელი 9 წელი რუსული, აზერბაიჯანული, თურქული და სხვა ქვეყნების საქმე აკეთა, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში და ვარდენ მაჭავარიანს მიმართავს.
სადღობელაშვილი აზიარებს ვარდენ მაჭავარიანის 2026 წლის განცხადებას, რომელიც საქართველოს მთავრობას იმის გამო აკრიტიკებს, რომ ისინი დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე არაფერს ამბობენ. ამასთან იხსენებს, მიხეილ სააკაშვილის 2007 წელს ამავე თემაზე გაკეთებულ განცხადებასაც, რომ საზღვარი ისე უნდა დაიხაზოს, „სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, დარჩეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„პატარა ნაციონალს, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედს, მიშა მაჭავარიანის პირმშო ვარდენა მაჭავარიანს მინდა პასუხი გავცე იმ ენის ტლიკინზე, რასაც დიდი ხანია თვალს ვადევნებთ. სანამ კონკრეტულ სათქმელზე გადავალ, ჯერ მის მესიჯს შევახსენებ საზოგადოებას - „არა ნაცებს - არა ქოცებს“... როგორია არა? დნმ-ით ნაცის ოჯახში წარმოქმნილი ეს პოლიტიკური ჰიბრიდი ამბობს, უარი უნდა ვუთხრათ ნაციონალურ მოძრაობასო. საკუთარ მამას უნდა გაემიჯნო ჯერ შვილო, მოყვე რაც 9 წლის მანძილზე ააოხრა ქვეყანა, ამისთვის ბოდიში მოიხადო და დაჯდე შენთვის ჩირგვებში. ეს ერთი. ახლა რაც შეეხება კონკრეტულად დავით გარეჯის საკითხს - ვარდენ, სწორედ მამაშენი და მისი ბელადი იყვნენ, ჩვენი ისტორიული ძეგლი რომ მიყიდეს აზერბაიჯანს და ეს სააკაშვილს არც დაუმალავს, ერთხელ თუ გამოსულხარ და დაგიგმია ჩვენი მიწის გამყიდველების საქციელი მამაშენის თამადობით? რა გგონია, ქართველი ხალხი აზროვნების უნარის გარეშეა დარჩენილი და ვერ ხვდება ვინ ხარ, რა დავალებას ასრულებ და ვინ დგას შენს უკან? შენც სწორედ იმათი პირმშო ხარ, ვინც არა მხოლოდ დავით გარეჯი გაყიდა, არამედ ქვეყნის 20% რუსეთს ჩააბარა და მთელი 9 წელი რუსული, აზერბაიჯანული, თურქული და სხვა ქვეყნების საქმე აკეთა, მაგრამ არასოდეს ქართული საქმე არ უკეთებია. ზუსტად მაგ მოღალატეების და სამშობლოს გამყიდველების წიაღიდან ხარ და იმიტომაც ხარ ასეთი უტიფარი, როგორიც ხარ - ვარდენ!“- წერს სადღობელაშვილი.
ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლადო სადღობელაშვილი„რუსეთის პროვოკაციული რიტორიკა და ღვინის კომპანიების დასანქცირების მუქარა საქართველოს დესტაბილიზაციასა და მოსკოვის დღის წესრიგის გატარებას ემსახურება – ეს ოპოზიციურ ცეცხლზე ნავთის დასხმაა“
- ლადო სადღობელაშვილი„მართლაც რთულია ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უწოდო უღმერთო, თანაც იმის ფონზე რაც მათ ცალკეულად თუ ერთობლივად აქვთ გაკეთებული ჩვენი დედაეკლესიისთვის და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთვის! ზოგადად მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად საქართველოში“
- ლადო სადღობელაშვილი„დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში“
- ლადო სადღობელაშვილი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს“
