შალვა პაპუაშვილი
განცხადება · 145 ნახვა
ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
„დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი. დღეიდან ეს უკვე დოკუმენტურად გაფორმებული ფაქტია და ამას აღარაფერი ეშველება“
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი.
რეკლამა
განათავსეთ თქვენი რეკლამა
დღეიდან ეს უკვე დოკუმენტურად გაფორმებული ფაქტია და ამას აღარაფერი ეშველება“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძეს.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 441-მა დეპუტატმა, 47 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.
შალვა პაპუაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- შალვა პაპუაშვილი„აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები - ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის უკან USAID-თან ერთად ბრიუსელიც იდგა“
- შალვა პაპუაშვილი„ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო“
- შალვა პაპუაშვილი„სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა გიორგი გახარიას სახელსა და გვარს, არ ვიცი, რა ვალი აქვთ, რომ თავს ასე იკნინებენ“
- შალვა პაპუაშვილი„თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჩვენს ღვთისკაცებსა და ერისკაცებს, სახელოვნებსა და უსახელოებს“
