ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ლადო სადღობელაშვილი„სწორედ მამაშენი და მისი ბელადი იყვნენ, ჩვენი ისტორიული ძეგლი რომ მიყიდეს აზერბაიჯანს და ეს სააკაშვილს არც დაუმალავს, ერთხელ თუ გამოსულხარ და დაგიგმია ჩვენი მიწის გამყიდველების საქციელი მამაშენის თამადობით? რა გგონია, ქართველი ხალხი ვერ ხვდება ვინ ხარ, რა დავალებას ასრულებ და ვინ დგას შენს უკან?“ დღეს 4 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი9°C
  • გორი4°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური9°C
  • მესტია3°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 27 ნოემბერი
  • USD2.5917−0.0002
  • EUR2.8444+0.0076
  • GBP3.3982+0.0098
  • TRY0.0511
  • 100 RUB3.1488+0.0068
  • AZN1.5236−0.0013
  • 1000 AMD7.1892−0.0047
  • 10 UAH0.5738+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ27 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:08
თენგიზ შარმანაშვილი

განცხადება · 168 ნახვა

„იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება „მრგვალი მაგიდის“ წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს . არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან“

სააკაშვილის ყბადაღებულ პორტრეტზე ელჩის კაბინეტში ჩემთან. კარგად იციან, რომ ამას ელჩები არ კიდებდნენ, ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა უკლებლივ. მიზანი ამდენი სიცრუისა ის არის, რომ ხელი ან მე ჩავიქნიო, ან ჩემი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა და აღარ ვიაქტიუროთ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

შარმანაშვილის თქმით, ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა კარგად იციან, რომ სამხედრო გადატრიალების დროს ედეპეს ლიდერი და ხელმძღვანელობის ნაწილი პატიმრობაში იყვნენ და პარტია სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებდა, თუმცა იტყუებიან, ისევე როგორც იციან, რომ ელჩის კაბინეტში სააკაშვილის პორტრეტს ელჩები არ კიდებდნენ, სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი აკეთებდა, ყველა ელჩის კაბინეტში უკლებლივ ეკიდა და კანონით ელჩს პოლიტიკური ნეიტრალობა ევალებოდა.

“კიდევ ერთხელ იმათ, ვისაც ვერ შეაგნებინებ სიმართლეს. იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია. ოპონენტი კი იყო ხელისუფლების, მაგრამ სამხედრო გადატრიალება მრგვალი მაგიდის წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. ედეპეს ლიდერი გიორგი ჭანტურია, უშიშროების იზოლატორში იყო, პოლიტიკური მდივანიც იმავე იზოლატორში, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა დიდი ნაწილი ასევე პატიმრობაში იმყოფებოდნენ. იგივე გველოდა ყველას. რეალურად პარტია ვერ ფუნქციონირებდა სრულყოფილად სამხედრო გადატრიალების დაწყების დროს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა ? იციან, მაგრამ იტყუებიან.

ახლა სააკაშვილის ყბადაღებულ პორტრეტზე ელჩის კაბინეტში ჩემთან. კარგად იციან, რომ ამას ელჩები არ კიდებდნენ და სამინისტროს შესაბამისი წესების მიხედვით სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი აკეთებდა. ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა უკლებლივ. არ იციან ? იციან, მაგრამ მაინც უაზროდ იმეორებენ. ისიც კარგად იციან, რომ კანონის შესაბამისად ელჩს პოლიტიკური ნეიტრალობა ევალებოდა.

მიზანი ამდენი სიცრუისა ის არის, რომ ხელი ან მე ჩავიქნიო, ან ჩემი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა და აღარ ვიაქტიურო. რას ფიქრობთ, მიაღწევენ ამას ? “- წერს თენგიზ შარმანაშვილი.

თენგიზ შარმანაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თენგიზ შარმანაშვილი„იმის მაგივრად, თვითონ შეუწყონ ხელი, რომ სახელმწიფო და ის ადამიანი, ვინც დააშავა, ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯებს დგამდნენ, ყველანაირად ხელს უშლიან ნებისმიერი სახის ასეთ ურთიერთობას - ბულინგი მათი სტილია“
  2. თენგიზ შარმანაშვილი„ოპოზიციის ტაქტიკაა, მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ სასამართლოს და საზოგადოების ყურადღება - მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად“
  3. თენგიზ შარმანაშვილი„სასამართლო გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ არაფერზე არიან პასუხისმგებლები, ისინი იმდენად უსუსურები არიან მტკიცებულებებსა და ფაქტების წინაშე, რომ ეს ტაქტიკა აირჩიეს“
  4. თენგიზ შარმანაშვილი„მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა ყოველთვის და ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები მაგრად დაუდგნენ, საკმაოდ სერიოზული ომი გადაიტანეს რუსულ მხარესთან, რომ არ აღმოჩენილიყო სასამართლოს გადაწყვეტილებებში, არაფრით ამართლებს იმას, რასაც "ნაცმოძრაობამ" მხარი დაუჭირა“