“რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაში” ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გერმანული ბატარეების მწარმოებელი კომპანია Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.
ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავას დედა მანანა მეზურნიშილი მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სთხოვს, სანამ ვინმეს მოძლადის იარლიყს მიაკერებს, ჯერ მომხდარის სრული სურათი დაინახოს.
როდესაც ხდება საჯარო სივრცეში გამოხატვა შეურაცხყოფისა და როდესაც ეს შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სიწმინდეს, თავისთავად ცხადია, ეს ვერ აღიქმება ნორმალურ ფაქტად, – ამ სიტყვებით მღვდელი, გიორგი ვაშალომიძე, ონისე ოქრიაშვილის მიერ ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში წმინდა წინასწარმეტყველი იონას შეურაცხმყოფელი ფორმით მოხსენიებას ეხმაურება.
ნიკო არის ყველაზე უკონფლიქტო ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ, არავისთან ჰქონია კონფლიქტი, ძალიან ტრადიციულ ოჯახშია აღზრდილი. ნიკო არის ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, – განაცხადა ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული ნიკო ხურცილავას მეგობარმა, გიორგი ქართველიშვილმა.
როგორც ერთ ქართველს, რომელსაც მართლა ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, ვალდებულება მაქვს ერთი ქართველი კაცის სათქმელი მაინც ვთქვა რამეს განსაკუთრებულად თუ ვერ შევცვლი. არ შეიძლება ჩვენი შვილები მათი იდეოლოგიით გაიზარდონ, ნახევარ საუკუნეში გააქრობენ ამ ქვეყანას. ვერ გადარჩება ქვეყანა, სადაც ეკლესიის, ნოდარ დუმბაძის, დავით აღმაშენებლის თუ რუსთაველის გინება „მოსულა“, რადგან ხუმრობაა, – წერს ონისე ოქრიაშვილის ცემაში ბრალდებული ნიკო ხურცილავა, რომლის განცხადებას ადვოკატი შოთა მირველაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.