პოლიტიკა

პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს – ჩემი დიდი თხოვნაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ პატიმრობიდან

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს და ამავე საქმეზე დაკავებულ პირებს მოუწოდებს, ყველა მათგანი დათანხმდეს პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას, რათა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.

როგორც ბურჭულაძე აღნიშნავს, საკუთარი გათავისუფლების საკითხს ვერ განიხილავს, სანამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ყველა ადამიანი თავისუფალი არ იქნება. ის ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს სთხოვს, მაგალითი მისცეს ყველას და საპროცესო შეთანხმებას დათანხმდეს.

„4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი დიდი თხოვნა და მოწოდებაა ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან. განსაკუთრებით მივმართავ აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილს, რომელმაც 4 ოქტომბერს გაზის სპრეის მძიმე შედეგებისგან გადამარჩინა. როგორც პატივსაცემ და უხუცეს პატიმარს, ვთხოვ, მაგალითი მისცეს ყველას და გადადგას ეს ნაბიჯი. რაც შემეხება მე, როგორც ამ პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს.“ – აღნიშნულია პაატა ბურჭულაძის მიმართვაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: ,,ნაცების” ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ-ერთმა შემსრულებელმა სოსანაშვილმა, კაცი შვილის საფლავზე ააფეთქა და ანა წითლიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: დღეს ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა – ტრაგედიის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევა მსხვერპლისა და მისი ოჯახის მიმართ უპატივცემულობაა

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ანი წითლიძე უნამუსოდ აცხადებს, იური ვაზაგაშვილი „აფეთქდაო“- თითქოს უბედური შემთხვევა ყოფილიყოს და არა შვილის საფლავზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედია. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გია სოსანაშვილია მსჯავრდებული, რომელიც ნაცრეჟიმის ერთ-ერთი ჯალათია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.