აშშ-ის საიდუმლო სამსახურის 33 წლის ოფიცერი, ჯონ სპილმანი, სასტუმრო DoubleTree by Hilton Miami Airport and Convention Center-ის დერეფანში, სხვისი ნომრის კართან საჯარო მასტურბაციისთვის დააკავეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი სტივ რიდი აცხადებს, რომ კანონპროექტი დანაშაულისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს შესაძლებლობას აძლევს, აკრძალოს მარშები, რომლებიც საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფზე ზეწოლას ისახავას მიზნად.
პროცესი, რომელსაც პრეზიდენტმა პროექტი „თავისუფლება“ უწოდა, ორშაბათს, 4 მაისს დაიწყება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ სრუტეში იმ ქვეყნების გემებს გაატარებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში არ მონაწილეობენ და „უდანაშაულო დამკვირვებლებად“ იქცნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ნიუ-იორკელი მილიარდერები უკმაყოფილონი არიან ზოჰრან მამდანის მიერ ინიციირებული ზემდიდართა გადასახადის გამო. მამდანის მცდელობამ, დააწესოს გადასახადი მეორე საცხოვრებელ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც 5 მილიონ დოლარს აღემატება, ქალაქის უმდიდრესი მცხოვრებლების განრისხება გამოიწვია.