ყველა სიახლე
4687 მასალა
9 აპრილი
9 აპრილის მემორიალთან, აქციის მონაწილეები მოქალაქეებს „იმედთან“, რუსთავი 2“-თან და „საზმაუსთან“ ინტერვიუს ჩაწერის საშუალებას არ აძლევენ
მემორიალთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მოქალაქეებს რამდენიმე მედიასაშუალებასთან, მათ შორის ტელეკომპანია „იმედთან“, „რუსთავი 2“-თან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს ჩაწერის საშუალებას არ აძლევენ.
აშშ-ში, ვისკონსინის შტატში რესპუბლიკელებმა რამდენიმე არჩევნებში მარცხი განიცადეს
დემოკრატებმა გაიმარჯვეს ვისკონსინის შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ადგილისთვის ბრძოლაში, ასევე მოიპოვეს გამარჯვება მილუოკის გარეუბნის, უოკეშოს მერის პოსტზე. ეს დასახლება ტრადიციულად რესპუბლიკელებს ანიჭებდა უპირატესობას და აქამდე მერის თანამდებობასაც რესპუბლიკელი იკავებდა. ამიერიდან კი ქალაქის მეთაური 36 წლის ალისია ჰალვენსლებენი იქნება.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
აქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, სადაც შეკრებილი არიან საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა მშობლები და მათი ოჯახების წევრები, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.
9 აპრილის მემორიალთან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
8 აპრილი
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ეკონომიკური ზრდა ევროპის და ცენტრალური აზიის (ECA) განვითარებად ქვეყნებში წელს სავარაუდოდ არსებითად შენელდება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ზემოქმედების, გეოპოლიტიკური დაძაბულობის და ვაჭრობის ფრაგმენტაციის გამო.
გახარიას პარტიას
„ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად… მარტო მე ვრჩები რუსულ ტყვეობაში“ – მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დიმიტრი ხუნდაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებაზე: როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი რჩება კონკრეტული წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე იმ მონაცემების არგანახლებას, რომლებშიც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია დასახელებული.
“ერთხელ დამირეკე ისტერიკით, ნათია ფანჯიკიძის სტუმრად მოწვევა როგორ გაბედეო… შენი ფუნქცია მაშინ იყო, რომ ისტერიკით გერეკა აქა-იქ” – დაპირისპირება ჟორჟოლიან-ჩერგოლეიშვილს შორის
ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანსა და “ტაბულას” დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილს შორის სოციალურ ქსელში მორიგი მწვავე კონფლიქტი გაჩაღდა.
ნანუკა ჟორჟოლიანისა და თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზე
დიმიტრი ხუნდაძე პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის აკრძალვის შეჩერების შესახებ: „ხალხის ძალის“ მიერ პრინციპულად დაყენებულ საკითხს, მთავრობამ და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა უპასუხა სრული კომპრომისით, რაც კარგია
„ორი დღის წინ „ხალხის ძალის“ მიერ პრინციპულად დაყენებულ საკითხთან დაკავშირებით, რაც გულისხმობდა მთავრობის დადგენილების გადახედვას პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობამ და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა უპასუხა სრული კომპრომისით, რაც ძალიან კარგია,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის აკრძალვის შეჩერების შესახებ, 4 წლის ვადით.
გახარიას პარტიის ინიციატივაზე
სოფო ხორგუანს
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) სააღდგომო ლიტურგიას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება ოთხი წლით გადავადდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება ოთხი წლით გადავადდება.





























