„საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს, ხედავს იმ პროგრესს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არის საუკეთესო ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად“
„პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის“
„ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა“
„ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმა აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეიტანა. ცხადია, ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის და კანონმდებლობის სრული დაცვით – რა ხდება ამის შემდეგ? უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, საქართველო, მათი ფორმალური სამშობლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს“
„არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება – ფონდ „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მთლიანად მოძრაობას“
„“ნაცებმა” და მისმა სატელიტებმა, მდინარაძე დააქვეითეს, ცალკე აპარატი არ აქვსო – სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი აკოორდინირებს სუსს, შსს-ს, სდსს-ს, ასევე, მისი კომპეტენციაა კოორდინაცია პროკურატურასთან, აუდიტის სამსახურთან და სასამართლო ხელისუფლებასთან“
„ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, საჭირო იყო აბასთუმანის თემის დასვრა და რა მოიგონეს? აბასთუმნის თავზე ბიძინა ივანიშვილის დავალებით ცა ჩაიკეტაო, არადა, საჰაერო გზის კორექტირება მოხდა მეცნიერთა თხოვნის საფუძველზე, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებს სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ აღდგენილი ობსერვატორიიდან“
„აუტიზმის გამოყენება შეურაცხმყოფელ კონტექსტში არის დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და აძლიერებს სტიგმას. გვარამიას მხრიდან ეს არ არის პირველი თავდასხმა შშმ პირთა მიმართ, მან სიძულვილის ენა ტრადიციად აქცია“
„ის ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად, თან ჯგუფურად, ძალადობდნენ როგორც საზოგადოებაზე, ასევე სამართალდამცველებზე, არც პროტესტანტები არიან და არც ჰუგენოტები- ისინი არიან პოლიტიკური ექსტრემისტები“
სოფო ხორგუანს
„იმის ნაცვლად, რომ პარალიმპიადის დაწყების წინ ჩვენი გმირი პარა ათლეტების გარშემო გავერთიანდეთ, ბოიკოტით აღტკინების და ბულინგის გზას ვინც ადგას, უხერხულია – გახსნაზეც გავალთ, მონაწილეობასაც მივიღებთ და უკან ჩამოვიტოვებთ რუსებსაც და კიდევ ძალიან ბევრს!“
„თქვენ არც გაეროს კონვენცია გაქვთ წაკითხული და არც ევროდირექტივები. სანამ აქ იქნებით, ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ამ სხდომათა დარბაზში შშმ პირთა დისკრიმინაციული აქტი ჩაიდინეთ“
გახარიას პარტიას
„„იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს დიდ ბრიტანეთსა და ევროპულ ბიუროკრატიაში. ერთადერთი, რაც ესეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს შეიძლება მოჰყვეს, ქართული საზოგადოების ერთობის კიდევ უფრო განმტკიცებაა“
„გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თუ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ისე უარყვეს, ეს ერთი უბედურებაა, თუ შეგნებულად წავიდნენ წინააღმდეგი, მაშინ ეს არის შშმ პირთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული აქტი“
„პარალიმპიელების ჯილდოები გაუთანაბრდა ოლიმპიელების ჯილდოებს, რის შემდეგაც საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ ყველა სახელმწიფოს“
„უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ სინამდვილეში გამოდიოდნენ არა ეს პოლიტიკური „ენჯეოები“, რომლებიც თითქოს წინა პლანზე იდგნენ, არამედ მათი დამფინანსებლები, დონორები და საერთაშორისო ორგანიზაციები“