ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე
პოლიტიკა
3674 მასალა
21 ივლისი
20 ივლისი
ოპოზიციის აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი- „ნოდარ დუმბაძის გული მოვ@@ან“: გინება არ არის, ჰიპოტეთურად ვსაუბრობდით
ოპოზიციის აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი, რომელიც ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ, ნოდარ დუმბაძეს მისამართით სიძულვილის ენას იყენებს, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მესამე დღეა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მთელი თავისი რესურსით აშავებს და ადამიანებს მის წინააღმდეგ აქეზებს.
დიდ ბრიტანეთში სექსუალური შევიწროების მსხვერპლ 10 წლის გოგონას ხელისუფლების წარმომადგენლებმა „მეძავი“ უწოდეს
დიდ ბრიტანეთში, 10 წლის გოგონას, რომელიც მიგრანტებისგან ფორმირებული არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ორგანიზებული ჯგუფების მსხვერპლი გახდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა „მეძავი“ უწოდეს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
გაბი კამაევი „აჭარა თაიმსის“ მიერ ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ყველამ იცის ბათუმში, რომ ყოველ შაბათ-კვირას მსგავსი რამ ხდება ამ ქუჩაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ქუჩა არის ვიწრო და როდესაც ჯვრისწერის ცერემონია იმართება ფიზიკურად სხვა მანქანა ვეღარ გაივლის
მავნებლები რისი მავნებლები არიან – ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ მოდი ამით რაღაცა მიზანმიმართულად საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და ვთქვათ, რომ ამ ქუჩაზე მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ ბერას ჩამოსვლის გამო იქნა გადაკეტილი და რა გამოუვიდათ კი ხედავთ თქვენც. მატყუარები არიან და ცდილობენ ამ ადამიანს რაღაცნაირად ზიანი მიაყენონ, სცადონ მისი გაშავება ყოვლად ამაზრზენი მეთოდებით, – აცხადებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, გაბი კამაევი და ვიდეო მიმართვას აქვეყნებს სოციალურ ქსელში „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
ცოტნე ანანიძე ოპოზიციური მედიის მიერ ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: საკათედროს მიმდებარედ საცობები და პოლიცია შაბათობით ჩვეულებრივი ამბავია, პოლიტიკურ დღის წესრიგში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, “აჭარა თაიმსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა ბერა ივანიშვილის გამო იყო გადაკეტილი, სოცილაურ ქსელში ეხმიანება.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე
თამთა მეგრელიშვილი ბერა ივანიშვილის შესახებ „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: ეს ქეისი შეიძლება გახდეს მაგალითი იმისა, რომ არ შეიძლება გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდეს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებდეს ადამიანის ღირსებას
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება „აჭარა თაიმსის“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ბათუმში გამართულ ქორწილს ესწრებოდა ბერა ივანიშვილი ოჯახთან ერთად და სწორედ ამიტომ ჩაიკეტა გზა. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნას. მეგრელიშვილი წერს, რომ ივანიშვილს შეუძლია სამართლებრივი პასუხის გაცემაც: ,,აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, სამართლებრივ ჭრილში ამ საკითხის განხილვისას, დაზარალებულს შესაძლოა მისცეს უფლება მოითხოვოს ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, მისი გავრცელების შეწყვეტა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება“ – წერს მეგრელიშვილი. ანალიტიკოსი აღნშნავს იმასაც, რომ ეს საქმე კიდევ ერთხელ დაანახებს საზოგადოებას, რომ არ შეიძლება იმგვარი ცრუ ფაქტების გავრცელება, რომლებიც აზიანაბენ ადამიანის ღირსებასა და რეპუტაციას. ,,აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გამართულ ქორწილის ცერემონიას ბერა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა და გამოითქვა მოსაზრება, რომ სავარაუდოდ გზის ჩაკეტვაც ამ გარემოებას უკავშირდებოდა. აღნიშნულ ქორწილს ბევრი სტუმარი ესწრებოდა და გავრცელებული ინფორმაცის სამიზნე ბერა ივანიშვილი და მისი ოჯახი ალბათ მხოლოდ ერთი მიზნით გახდა, რათა საზოგადოებაში მისი და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობები ხელოვნურად მაინც შეიქმნას. ივანიშვილის ოჯახის წევრები არცთუიშვიათად ჩნდებიან ხალხმრავალ სივრცეებში და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები არიან, მათი უსაფრთხოების გამოც კი სხვა ადამიანებს სადმე მისვლისა და შესვლის სირთულე არასოდეს შექმნიათ. ამ ფონზე, ,,აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, სამართლებრივ ჭრილში ამ საკითხის განხილვისას, დაზარალებულს შესაძლოა მისცეს უფლება მოითხოვოს ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, მისი გავრცელების შეწყვეტა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ეს ქეისი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არ შეიძლება გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდეს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებდეს ადამიანის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას და გამოავლენს იმ მფაქტს, რომ რეგიონული მედიასაშუალება კანონმდებლობით დადგენილ წესებს სათანადოდ არ იცავს,” – წერს თამთა მეგრელიშვილი.
19 ივლისი
„აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე
„აჭარა თაიმსზე”
18 ივლისი
17 ივლისი
საგარეოს ყოფილ თანამშრომელზე
სენატორ გრემის სიკვდილით უკრაინამ ტრამპის ენის „თარჯიმანი“ დაკარგა — Politico
ლინდსი გრემის გარდაცვალებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისისა და ამერიკის ლიდერის, დონალდ ტრამპის გუნდის ურთიერთობები.



























