პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე: ,,ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ”- ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

მიქელაძე ხაზს უსვამს, რომ ევრობიუროკრატების საპირისპიროდ, ტრამპს არ განუსხვავებია კანონიერად არჩეული მთავრობა და ქართველი ხალხი:

„მოქმედი ხელისუფალის მიმართ და ტრამპი არ ყოფს ამ მიმართვაში კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან ბრიუსელის რიგი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით“ – წერს ზაალ მიქელაძე.

დეპუტატი იხსენებს რადიკალური ოპოზიციის განცხადებებსაც უკრაინის შესახებ და წერს, რომ აოხრებული ქვეყნის სანაცვლოდ თანხის შოვნით „აყვავებული მომავალი“ არ ჩანაცვლდება.

მიქელაძე აღნიშნავს იმასაც, რომ გარკვეულ ძალებს ხელს აძლევს პროქსი ომები და რევლუციური ზრახვები.

,, ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ”- უმთავრესი გზავნილია ზესახელწიფოს, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ მოქმედი ხელისუფალის მიმართ და ტრამპი არ ყოფს ამ მიმართვაში კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან ბრიუსელის რიგი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით. ზოგიერთი უგვანო/უსამშობლო უსახო აგენტის ნაოცნებარი-განადგურებული, აოხრებული ქვეყნის სანაცვლოდ მილიარდ/ტრილიონების შოვნით( ევრობიუროკრატების მეოხებით) არ ჩანაცვლდება ,,მშვიდობიანი მომავალი”. პროქსი ომებიდან ამონაგები ფულით ნასაზრდოები ,,მაოხრებელი გზირები” ევროპარლამენტსა თუ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებში „დიფ სთეითის“ საცეცებს ებღაუჭებიან რევოლუციური ზრახვებით. ხალხისა და ხელისუფლების ურთიერთნდობითა და გონიერებით გვექნება სანუკვარი სამშობლო,“ – წერს ზაალ მიქელაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.