პოლიტიკა
3674 მასალა
17 ივლისი
„თბილისი პრაიდის“ წევრები 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე, ბელგიაში, ანტვერპენის პრაიდში მიიღებენ მონაწილეობას
წელს თბილისი პრაიდი და BelGeo ერთიანდებიან, რათა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის პრაიდზე საქართველოს ქვიარ თემი წარმოვადგინოთ გზავნილით, რომელიც საზღვრებს მიღმა გამძლეობას, წინააღმდეგობასა და სოლიდარობას ეყრდნობა, – ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი პრაიდი” ავრცელებს.
ძალადობრივ პროტესტთან დაკავშირებით მარკო რუბიოს განცხადებაზე
16 ივლისი
ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა აპრობირებული მეთოდია, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ინფორმაცია, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი საერთაშორისო წესების დარღვევით მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება
ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თენგიზ ჩალიგავა იმ ბრალდებებზე საუბრობს, რომ თითქოს სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანა ხდება.
მიხეილ სააკაშვილზე
სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმაზე
გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა
გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც ნოტერდამის უნივერსიტეტში იწარმოება, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა. კვლევის მიზანია დაეხმაროს მთავრობებს, ბიზნესებსა და თემებს ინვესტიციების პრიორიტეტულობის დადგენაში, რათა უფრო ეფექტური რეაგირება მოახდინონ მომავალ გლობალურ გამოწვევებზე. ანგარიშის შედეგებს ავროკომისია რეგულარულად აქვეყნებს. ევროკომისიის განმარტებით კვლევითი ცენტრი მუშაობს ადაპტაციის შესახებ მსოფლიოს გაგების გასაუმჯობესებლად ცოდნის, პროდუქტებისა და მომსახურების მეშვეობით, რომლებიც ხელს უწყობს საჯარო და კერძო ქმედებებს, ასევე დაუცველ თემებში ინვესტიციებს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
დავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდის იმ ქვეყნების განცხადებებთან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას „არალეგიტიმურად“ მოიხსენიებდნენ. ქართველიშვილი წერს, რომ ასეთ ვითარებაში უცხოელი პოლიტიკოსები დიპლომატიური და პოლიტიკური წინააღმდეგობის წინაშე დგანან. “წარმოიდგინეთ ამ მინისტერიალის ატმოსფერო: ერთ მაგიდასთან იკრიბებიან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა ნაწილიც ჯერ კიდევ გუშინ, უმაღლეს დონეზე, სერიოზულობით უყვებოდა მსოფლიოს „ქართული ხელისუფლების არალეგიტიმურობის“ შესახებ. დღეს კი, მარკო რუბიოს მოწვევით, იძულებულია, მოუსმინოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას, რომელიც ღონისძიების ოფიციალურ მონაწილეთა სიაშია შეყვანილი. გამოდის საკმაოდ სახალისო დიპლომატიური თავსატეხი: თუ ხელისუფლება მართლაც იმდენად „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი მინისტრი და მთავრობის ვიცე-პრემიერი არა შესასვლელთან, შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ საერთო დარბაზში, როგორც სრულუფლებიანი მონაწილე? როგორც ჩანს, არსებობს ლეგიტიმურობის განსაკუთრებული სახეობა – საკმარისად „არალეგიტიმური“ პრესრელიზებისთვის, მაგრამ სრულიად „ლეგიტიმური“ საერთაშორისო ფორუმებისთვის. კიდევ უფრო საინტერესოა სავარაუდო დიპლომატიური ქორეოგრაფიის დაკვირვება: არ მიესალმო მაკა ბოჭორიშვილს – ნიშნავს საკუთარი წინააღმდეგობის ხაზგასმას. მიესალმო – ნიშნავს, აღიარო, რომ „არასწორი“ ხელისუფლების წარმომადგენელთან ურთიერთობა, რატომღაც, აუტანელ მორალურ ტანჯვას არ იწვევს. პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვება? მაშინ ვაშინგტონს უნდა აუხსნა, რატომ არის შენი პროტესტი მიმართული არა თბილისის, არამედ სტუმრების იმ სიის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკულმა მხარემ შეადგინა. ამიტომ ყველაზე მოსალოდნელი სცენარი ძველი და გამოცდილია: ფართო ფარისევლური ღიმილები, ხელის ჩამორთმევები, ერთობლივი ფოტოები და გმირული მცდელობა – ყველას დააჯერო, რომ ყველა წინა განცხადება სადღაც პარალელურ რეალობაში გაკეთდა. საბოლოოდ, დიდი ალბათობით, ვიხილავთ მორიგ მასტერკლასს პოლიტიკური აკრობატიკისა და დიპლომატიური ეკვილიბრისტიკის სფეროში. ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად დაიცავენ ორ ურთიერთგამომრიცხავ თეზისს: „ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობას“ და „სიამოვნებით ვმონაწილეობთ მასთან ერთად ერთ საერთაშორისო ფორუმში, განვიხილავთ საერთო პროექტებსა და რეგიონულ უსაფრთხოებას“. ნებისმიერი სხვა პროფესიის შემთხვევაში ამას ლოგიკურ წინააღმდეგობას დაარქმევდნენ, ან კოგნიტურ დისონანსს. თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში კი ეს, რატომღაც, „პრინციპულ პოზიციად“ ითვლება. და რაც უფრო დამაჯერებლად ჟღერს ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, მით უფრო იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო დიპლომატიის მთავარი სპორტი უკვე დიდი ხანია არც ფეხბურთია და არც ჩოგბურთი, არამედ საკუთარი პოლიტიკური უკანალის ორ სკამზე ერთდროულად მოთავსების სინქრონული ოსტატობა,“- წერს დავით ქართველიშვილი.
15 ივლისი
გვარამიას განცხადებაზე
გვარამიას განცხადებაზე
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი: ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს, აშშ-ში ჩემს წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას არანაირი კავშირი აქვს
ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს. უჩა იმნაძე წერს, რომ ტელეკომპანია “ფორმულა,” ბოლო სამი დღეა, მისი მისამართით, დეზინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ თითქოს ის გაიქცა და ემიგრაციაშია.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გერმანია AFD-ს აკრძალვას მხოლოდ პოტენციური რიტორიკის გამო აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას კი 9-წლიანი რეჟიმის მიერ დადასტურებული წამების ფაქტების შემდეგ ეკითხება, თუ რატომ შეაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „პოსტ-ანალიტიკა“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გერმანიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და ასევე, ოპოზიციის ქმედებები შეაფასა, როგორც „მტრული საქმიანობა“ და „სამშობლოს ღალატი.“
გვარამიას განცხადებაზე
ზაზა შათირიშვილის წერილს იხსენებს
გვარამიას განცხადებაზე



























