პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: „აჭარა თაიმსმა“ შეგნებულად გამოარჩია ბერა ივანიშვილის სახელი, რათა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება გამოეწვია – ეს არის კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი,  კონკრეტული პირის სახელის გამოყენება ნეგატიური ფონის შესაქმნელად, მიუხედავად იმისა, რომ რეალობასთან ამას საერთო არაფერი აქვს

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში  ეხმიანება და აცხადებს, რომ მედიასაშუალებამ ბათუმში გზის გადაკეტვის მიზეზთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ქორწილს უამრავი სტუმარი ესწრებოდა, თუმცა „აჭარა თაიმსმა“ შეგნებულად გაამახვილა ყურადღება მხოლოდ ბერა ივანიშვილზე, რაც, საზოგადოების ნაწილში უარყოფითი განწყობების შექმნას ისახავდა მიზნად.

„აჭარა თაიმსის მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოებაში ნეგატივის გაღვივების პროპაგანდისტული მცდელობა!

აჭარა თაიმსმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში გზის გადაკეტვა ბერა ივანიშვილის ეკლესიაში მისვლის გამო მოხდა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციაა. ივანიშვილის ოჯახის წევრები წარსულშიც არაერთხელ ყოფილან  ტაძარსა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ ადგილებში, თუმცა ამის გამო გზის გადაკეტვა არც მომხდარა და არც ხდება. შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ნეგატიური განწყობების გაღვივების მცდელობას წარმოადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ ქორწილს უამრავი სტუმარი ესწრებოდა, თუმცა აჭარა თაიმსმა შეგნებულად გამოარჩია ბერა ივანიშვილის სახელი, რათა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება და უარყოფითი ემოციები გამოეწვია. ეს არის კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი – კონკრეტული პირის სახელის გამოყენება ნეგატიური ფონის შესაქმნელად, მიუხედავად იმისა, რომ რეალობასთან ამას საერთო არაფერი აქვს.

ორღობის მედია საშუალება, აჭარა თაიმსი, მორიგ ჯერზე ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რადგან მათთვის მთავარი არა სიმართლის დადგენა, არამედ სიცრუის ტირაჟირება და  საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არის!“ – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ჩუბინიძის დაკავებაზე: „ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედიასიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა – დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.