პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია გვარამიას განცხადებაზე: სულ ცალ ფეხზე კიდიათ ამათ იმპერიის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება, ფულის შოვნა, ქვეყნის გაყიდვა და ათასი მამაძაღლობა იყო ყოველთვის მათთვის პირველი და  უმთავრესი

გიორგი გამსახურდია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“. 

გამსახურდიას შეფასებით, მათთვის პირველი და უმთავრესი ქვეყნის გაყიდვა და ფულის შოვნა იყო. 

„ზუსტად იგივეს იძახდა ამისი ბელადიც, ვივამედში. მე აქ კი არ უნდა ვიჯდეო, იქ უნდა ვიყოთ ეხლა ჩვენ და ფულს უნდა ვშოულობდეთო. მანამდე, სანამ ვივამედში გადაიყვანდნენ, ბარამიძეს ეუბნებობადა სვიდანიაზე, გამიყვანეთ აქედან, ეხლა იქ უნდა ვიყოთ და მაყუთს ვაკეთებდეთო.

სულ ცალ ფეხზე კიდიათ ამათ იმპერიის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება, ფულის შოვნა, ქვეყნის გაყიდვა და ათასი მამაძაღლობა იყო ყოველთვის მათთვის, პირველი და  უმთავრესი.“- წერს გამსახურდია. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა