პოლიტიკა

„თბილისი პრაიდის“ წევრები 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე, ბელგიაში, ანტვერპენის პრაიდში მიიღებენ მონაწილეობას

წელს თბილისი პრაიდი და BelGeo ერთიანდებიან, რათა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის პრაიდზე საქართველოს ქვიარ თემი წარმოვადგინოთ გზავნილით, რომელიც საზღვრებს მიღმა გამძლეობას, წინააღმდეგობასა და სოლიდარობას ეყრდნობა, – ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი პრაიდი” ავრცელებს.

როგორც ორგანიზაცია წერს, საქართველოდან ბევრი ქვიარ ადამიანი “მზარდი რეპრესიის, ძალადობისა და ანტი-ლგბტქ+ კანონების” გამო წავიდა.
“თბილისი პრაიდის” ინფორმაციით, 8 აგვისტოს, ბელგიის ქალაქ ანტვერპენის პრაიდში მონაწილეობით, სოლიდარობას უცხადებენ ლგბტქ+ ადამიანებს საქართველოში და გამოთქვამენ იმედს, რომ “ერთ დღეს საქართველოში ყველას შეეძლება იზეიმოს საკუთარი იდენტობა.”

“ბევრი ქვიარ ადამიანისთვის საზღვრის გადაკვეთა არჩევანი არ ყოფილა – ეს საქართველოში მზარდი რეპრესიის, ძალადობისა და ანტი-ლგბტქ+ კანონების შედეგი იყო.

ჩვენ საზღვარგარეთაც ვაზიარებთ ჩვენი თემის ისტორიებს და ვინარჩუნებთ იმედს, რომ ერთ დღეს საქართველოში ყველას შეეძლება იყოს ის, ვინც არის, და იზეიმოს საკუთარი იდენტობა, თავისუფლად და უსაფრთხოდ.

ანტვერპენში მსვლელობისას სოლიდარობას ვუცხადებთ ლგბტქ+ ადამიანებს საქართველოში. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ლგბტქ+ თემზე თავდასხმა დემოკრატიაზე თავდასხმაა და რომ საზღვრებს მიღმა სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

შევხვდებით ანტვერპენის პრაიდზე! Hessenplein, Antwerp, 8 აგვისტო, 13:00″ – წერს “თბილისი პრაიდი” სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.