ევროკომოსიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, “პრაიდის კვირეულთან” დაკავშირებით, LGBT დროშის აღმართვის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ პრაიდის კვირეული სიყვარულის, იდენტობისა და გამბედაობის ზეიმია.
საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა „დემოკრატიების ალიანსი“, დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ეს არის დემოკრატიის აღქმების ყველაზე მასშტაბური გამოკვლევა მსოფლიოში.
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, მსახიობი კახა გოგიძე, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის აღსაყდრებას “ბოლო ბასტიონის” დაცემას უწოდებს. გოგიძის თქმით, რუსეთმა ბოლო ბასტიონის ოკუპაციაც მოახდინა.
უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან საუბრისას განაცხადა, რომ 2022 წელს ვლადიმირ ზელენსკის სამხედრო კონფლიქტის შეჩერების ორი შესაძლებლობა ჰქონდა.
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე პატრიარქის ინტრონიზაციაზე სოციალურ ქსელში წერს და სასულიერო პირებს აკრიტიკებს და მოუწოდებს, ღვთის სახლს საიუველირო მაღაზიად ნუ გადააქცევენ.
გავეცანით საქართველოს პარლამენტის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციების საფუძველზემომზადებულ ინიციატივას “საოჯახო კალათის” შესახებ, რომელიც მიმართულია სურსათზე ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფაზე, გამოვხატავთ მზაობას, აქტიურად ჩავერთოთ ამ ინიციატივის განხორციელებაში.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.
პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელი” ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი მეუფე შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის ინტრონიზაცია მიმდინარეობს.
ხდება პროცედურების, მექანიზმების დახვეწა, გამარტივება, ისევ და ისევ იმისთვის, რომ უფრო მეტად ეფექტიანად იმუშაოს სისტემამ და ნებისმიერი ინსინუაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამით ვინმე გარკვეულ გულგრილ დამოკიდებულებას აჩენს სათანადო საჭიროების მქონე პირებისადმი, თუ სოციალურად დაუცველი ოჯახებისადმი, რა თქმა უნდა, ეს არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, სოციალურად დაუცველთა ოჯახების სიებიდან ამოღების საკითხზე საუბრისას.