პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება – ეკლესია ეროვნული გადარჩენის ბურჯია

დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა. მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ გაკვალული გზა უნდა გაგრძელდეს სიმტკიცით, გონიერებითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით, – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი ულოცავს შიო მესამეს აღსაყდრებას და აცხადებს, რომ ეს არის „ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება“.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული ეკლესია დარჩეს ერთიანობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის საყრდენად ქვეყანაში იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნებში ეროვნულ თვითმყოფადობას და სარწმუნოებას მიზანმიმართულად ებრძვიან და ასუსტებენ.

„დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა. მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ გაკვალული გზა უნდა გაგრძელდეს სიმტკიცით, გონიერებითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით. ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესია დარჩეს ერთიანობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის საყრდენად იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სარწმუნოებასა და ეროვნულ თვითმყოფადობას მიზანმიმართულად ასუსტებენ. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძლიერი ეკლესია, რომელიც იქნება ხალხის, ოჯახის, ისტორიისა და სამშობლოს დამცველი. აქვე იმასაც ვიტყვი რომ აფხაზეთი რჩება საქართველოს ტკივილად და იმედად. მჯერა დადგება დღე, როდესაც აფხაზეთში ისევ თავისუფლად აჟღერდება ქართული ლოცვა, აღდგება ჩვენი ტაძრები და საქართველო სულიერადაც და ტერიტორიულადაც გამთლიანდება. სწორედ ასეთ დროს ეკლესიის სიმტკიცეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და ამ ყოველივეს წინამძღოლად, ერთგვარ მშვიდობის ელჩის ფუნქციაც ახალმა პატრიარქმა შიომ უნდა იტვირთოს უფლის წყალობით. ილია მეორის ეპოქამ საქართველოს ასწავლა, რომ ეკლესია მხოლოდ რწმენის ადგილი არ არის — იგი ეროვნული გადარჩენის ბურჯია. ამ გზის გაგრძელება კი დღეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ღმერთმა დალოცოს მეუფე შიო, გააძლიეროს საქართველოს ეკლესია და გაამთლიანოს საქართველო,“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.