პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – უნდა გვახსოვდეს რა არის “ქართული ოცნების” პოლიტიკა, რომ კანონი ყველასთვის უზენაესია, ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელად ვემხრობით

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განხილული საკითხები მედიასთან შეაფასა. მან აღნიშნა, რომ სხდომას მამუკა მდინარაძე, როგორც სახელმწიფო მინისტრი პირველად დაესწრო.

კირცხალიას თქმით, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა რა გეგმები აქვს სხვადასხვა სამინისტროს და როგორ აპირებს ამ ყველაფრის კოორდინირებას.

“ჩვენ ვნახეთ მამუკა მდინარაძის პირველი დანაპირები, როდესაც ის ინიშნებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად. მან ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გააჟღერა დანაპირები, რომელიც ეხებოდა იმ სპეცრაზმელების დაკავებას, რომელთაც გადაცდომა მოუვიდათ და რომელი გადაცდომაც შემდეგ ჩვენს ღია თუ ფარულ მტრებს წლების განმავლობაში ხელზე ჰქონდათ დახვეული. ეს იყო მხოლოდ მათი სპეკულაციის საგანი, ისინი ხმას არ იღებდნენ დამწვარ და დასახიჩრებულ პოლიციელებზე, დამწვარ და გადამწვარ ადმინისტრაციულ შენობებზე და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებზე, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, რადგან ისინი იყვნენ ყველაფრის დამკვეთები და რა თქმა უნდა, დამკვეთი ყველაფერზე თვალს დახუჭავს და სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეს გმირად შეგირაცხავს. უნდა გვახსოვდეს, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, უნდა გვახსოვდეს რა არის “ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომ კანონი ყველასთვის უზენაესია. ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელად ვემხრობით და ამ გზით მივდივართ”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.