სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ ქუთაისელებთან გამართულ შეხვედრას ეხმიანება. როგორც ფანქველაშვილი ამბობს, მათ 50 კაციც ძლივს შეკრიბეს და თამარ ჩერგოლეიშვილმა იქაც შოუ დადგა.
„ჩვენ ჩვენი ერთიანობით ვახერხებთ ჩვენს ქვეყანაზე წარმატებით ზრუნვას. ჩვენი გუნდი არის წარმატებული და ჩვენი გუნდის წარმატებას მოაქვს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის. რომ არა ერთიანობა და ჩვენი ერთად დგომა, რა თქმა უნდა, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა და არ შედგებოდა. ამისთვის თითოეულ თქვენგანს მადლობა გეკუთვნით“-ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გუნდის წევრებს.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინამ შესაძლოა იძულებული გახდეს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილები შეიძლება კიევის კონტროლის მიღმა დარჩეს რუსეთთან სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, და ასეთი დათმობები დაუკავშიროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” წერს.
რამდენიმეთვიანი დუმილის შემდეგ, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია რუსთავის საპატიმროდან საგანგებო წერილს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ოპოზიციის მთავარ მიზანსა და პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპზე ბრძოლაში გამარჯვებისთვის ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე.
ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამ მეყანწიშვილი დაუპირისპირდა და ცრუ ბრალდებების გამო ნანა სანდერის ციხეში მოხვედრაში დასდო ბრალი.