მსოფლიო
313 მასალა
8 იანვარი
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: სახელმწიფო დეპარტამენტისგან მივიღე ნებართვა, რომ რუსეთის დუმის ოთხი წევრი ჩამოვიდეს და კონგრესის წევრებს შეხვდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სხვა საკითხებზე სასაუბროდ
ამერიკელმა კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მან რუსეთის დუმის ოთხი წევრი სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ ვაშინგტონში მიიწვია.
7 იანვარი
POLITICO: ევროპას უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის სანდოობაზე შიშები კვლავ რჩება – ლიდერების საბოლოო ერთობლივი განცხადებიდან ამოღებულია ვაშინგტონის მიერ კიევის მხარდაჭერის შესახებ ვალდებულება
ევროპამ და აშშ-მა, პარიზში, უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანი პოზიცია წარმოადგინეს, მიესალმნენ უსაფრთხოების გარანტიებს ამერიკის მხარდაჭერით და წარადგინეს დეტალური გეგმა კიევის გრძელვადიანი გაძლიერებისთვის, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ბრიტანული და ფრანგული ჯარების განლაგების შესახებ, – წერს გამოცემა POLITICO.
6 იანვარი
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერ მარია კორინა მაჩადოს თავისი ნობელის პრემიის ტრამპისთვის გაზიარება სურს
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვენესუელას სათავეში ჩაუდგეს, ოპოზიციის ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა, ეს ჯილდო აშშ-ის პრეზიდენტს გადასცეს. მაჩადოს განცხადება Fox News-ის ეთერში გავიდა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სახლში უცნობი პირი შეჭრას ცდილობდა
ვაშინგტონი — აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა დაადასტურა, რომ ორშაბათს მის კერძო რეზიდენციაში, ოჰაიოს შტატში, უცნობი პირი შეჭრას ცდილობდა. ინციდენტი ამერიკელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების საგანგაშო სერიის გაგრძელებაა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ბიორკი: ყველა გრენლანდიელს ვუსურვებ წარმატებას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში – დანიელები გრენლანდიელებს დღესაც ისე ექცევიან, თითქოს მეორეხარისხოვანი ადამიანები იყვნენ, აუტანელია იმის წარმოდგენაც კი, რომ ისინი ერთი სასტიკი კოლონიზატორის ხელიდან მეორის ხელში აღმოჩნდნენ
ისლანდიელი მომღერალი, ბიორკი, გრენლანდიის გარშემო ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წარმატებას უსურვებს კუნძულის მოსახლეობას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მისი განცხადებით, დანიელები გრენლანდიელებს დღესაც მეორეხარისხოვანი ადამიანებივით ექცევიან, ხოლო, იმის წარმოდგენა, რომ გრენლანდია ერთი სასტიკი კოლონიზატორიდან მეორე კოლონიზატორის, აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, აუტანელია.
5 იანვარი
მექსიკა, კუბა და კოლუმბია რიგშია: მედიამ აშშ-ის პოტენციური სამიზნეები დაასახელა
ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკა, კუბა და კოლუმბია გააფრთხილა, რომ ისინი შესაძლოა „შემდეგი“ აღმოჩნდნენ, წერს Axios.
„ნიუ იორკ თაიმსი“ – ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები
ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებსინფორმაციას.
4 იანვარი
Theguardian: აშშ-ის საგარეო პოლიტიკის „პუტინიზაცია“ ვენესუელაში უკვე დადგა
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის „პუტინიზაცია“ ვენესუელაშიც დადგა. ტრამპი წესებს აღარ უვლის გვერდს – ის მათ ანგრევს, რასაც კარაკასის მიღმაც მოჰყვება შედეგები- ამის შესახებ გამოცემა Theguardian-ი წერს.
ტრამპი: ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ქვეყნის სამართავად „პატივისცემა“ არ გააჩნია
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გადაყენების შემდეგ, ქვეყნის ოპოზიციის ლიდერს არ აქვს სათანადო „პატივისცემა“, რათა სახელმწიფო მართოს.
მადურო ნიუ-იორკში ჩაიყვანეს და თვითმფრინავიდან თავზე ტომარაწამოცმული გამოიყვანეს
ამერიკულმა ტელეარხებმა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს პირველი კადრები გაავრცელეს. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი იმყოფებოდნენ, ნიუ-იორკის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დაეშვა. თვითმხილველების თქმით, მადურო ტრაპზე ხელბორკილებითა და თავზე ჩამოცმული ტომრით ჩამოიყვანეს. სპეცოპერაციაში FBI-ს ათობით აგენტი მონაწილეობდა.
3 იანვარი
ტრამპმა მოტაცებული მადუროს ფოტო გამოაქვეყნა
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში. გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ვენესუელის მოტაცებული პრეზიდენტი მადურო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: მადურო ჩადენილი დანაშაულების გამო მართლმსაჯულების წინაშე წარდგება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა ის ჩადენილი დანაშაულების გამო მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.
2 იანვარი
31 დეკემბერი 2025
ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი: სირიაში ასადის რეჟიმი ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა რეჟიმმა ჩაანაცვლა, ირანელების ნაცვლად იქ თურქები მოვიდნენ – რეგიონში ძალთა ბალანსი მკვეთრად შეცვალა, ამიტომ ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს
ისრაელის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ოპოზიციური პარტიის „ისრაელი ჩვენი სახლი“ ლიდერმა, ავიგდორ ლიბერმანმა, კომენტარი გააკეთა რეგიონში არსებულ ვითარებაზე. მან ყურადღება გაამახვილა ღაზაზე და განაცხადა, რომ თუ თურქეთი სირიასა და ღაზაში თავის პოზიციებს გაამყარებს, ამ რეგიონებიდან მის გაძევებას ვერავინ შეძლებს.
30 დეკემბერი 2025
Politico: ალენ მინკის თქმით, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის „ყველაზე ცუდი“ პრეზიდენტია
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის „ყველაზე ცუდი“ პრეზიდენტია. ის არის ნარცისი, რომელიც რეალობას უარყოფს. სტატიას ამ შინაარსით გამოცემა Politico მაკრონის ძველ მენტორზე ალენ მინკზე დაყრდნობით ავრცელებს.
28 დეკემბერი 2025
26 დეკემბერი 2025
ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, ჩრდილოეთ მაკედონიას, ევროკავშირმა თანხების გამოყოფა ქრთამის აღების საქმესთან დაკავშირებული სკანდალის გამო შეუჩერა – მედია
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩრდილოეთ მაკედონიისთვის ევროკავშირის IPARD III ფონდიდან თანხების გამოყოფა შეჩერებულია ქრთამის აღების საქმესთან დაკავშირებული სკანდალის გამო. IPARD III პროგრამის მიზანია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების დახმარება სოფლის მეურნეობის სფეროსა და მის მოდერნიზაციაში.
25 დეკემბერი 2025
Bloomberg: რუსულმა რუბლმა მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული ზრდა აჩვენა
Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსულმა რუბლმა წელს დოლართან მიმართებით ყველა ძირითად ვალუტას გადაასწრო, რაც თავად მონეტარული პოლიტიკის შემმუშავებლებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.
23 დეკემბერი 2025
Euractiv: ევროკავშირმა რუსეთისგან 2024 წელს 709 მილიონი ევროს ღირებულების თევზი შეიძინა
პორტუგალიაში ღუმელში გამომცხვარი ვირთევზადან დაწყებული, პოლონეთში ხრაშუნა შემწვარი ვერსიით დამთავრებული, რუსული თევზი კვლავაც პოულობს გზას ევროპულ სუფრებზე იმპორტის შეზღუდვის მცდელობების მიუხედავად, – ამის შესახებ გამოცემა Euractiv წერს.
22 დეკემბერი 2025
ნატოს მაღალჩინოსანი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე: არასდროს არის საკმარისი, თუმცა, სულ მცირე, იმდენია, რომ უკრაინამ ბრძოლა გააგრძელოს
უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შემცირებულა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც უკრაინისთვის პირდაპირი დახმარების შეწყვეტას ეხებოდა, – განაცხადა ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანმა.




























