უცხოური მედია

ნატოს მაღალჩინოსანი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე: არასდროს არის საკმარისი, თუმცა, სულ მცირე, იმდენია, რომ უკრაინამ ბრძოლა გააგრძელოს

JPG resized with https://ezgif.com/resize

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შემცირებულა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც უკრაინისთვის პირდაპირი დახმარების შეწყვეტას ეხებოდა, – განაცხადა ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანმა. 

იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაზე მხოლოდ იმ იარაღს ჰყიდის ან აწვდის დონაციის სახით, რომელიც უკვე ავტორიზებული იყო ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ.

შემოდგომიდან, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ შემუშავებული მექანიზმის ფარგლებში, რომელსაც ეწოდება „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია“ (PURL), უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ხორციელდება ამერიკული მარაგებიდან, ნატოს წევრი ქვეყნების მიერ გამოყოფილი ფინანსებით.

კითხვაზე, შემცირდა თუ არა სამხედრო მიწოდება მას შემდეგ, რაც ტრამპმა დახმარება შეაჩერა, ნატოს უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისა და წვრთნის (NSATU) მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა მაიკ კელერმა უპასუხა: „არა, არანაირად“.

„არავითარი პაუზა არ ყოფილა. პროცესი უბრალოდ გრძელდებოდა. აშშ არ ელოდება თანხის სრულად გადახდას. როგორც კი PURL-ის მორიგი პაკეტი ცხადდება, მასალების მიწოდება მაშინვე იწყება. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილს რეალურად შეაქვს წვლილი ამ დაფინანსებაში“, – აღნიშნა მაიკ კელერმა.

„არასდროს არის საკმარისი. თუმცა, სულ მცირე, იმდენია, რომ უკრაინამ ბრძოლა გააგრძელოს. უკრაინა ახერხებს ფრონტის ხაზის შენარჩუნებას და ცის დაცვას შეძლებისდაგვარად. ეს გვაჩვენებს, რომ ჩვენ კარგი მხარდაჭერა გვქონდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება მეტი იყოს“, – დასძინა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.