ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი14°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი17°C
  • რუსთავი16°C
  • ზუგდიდი15°C
  • თელავი12°C
  • გორი14°C
  • ახალციხე11°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური13°C
  • მესტია8°C
  • ფოთი17°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032

მსოფლიო

313 მასალა

19 თებერვალი

ამბავიუცხოური მედია

რუსეთი და ირანი დღეს საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

რუსეთი და ირანი დღეს საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ წვრთნები ომანის ზღვასა და ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში გაიმართება.

16 თებერვალი

15 თებერვალი

ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ15 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ19:51

ედგარს რინკევიჩი

12 თებერვალი

ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ12 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ19:09

გერმანიის თავდაცვის მინისტრი

11 თებერვალი

ამბავიუცხოური მედია

FT: აშშ უკრაინისგან მაისისთვის არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს; ზელენსკის ოფისი კი, პრიორიტეტად უსაფრთხოებას მიიჩნევს

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის შედეგად, უკრაინამ დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნებისა და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმის დაგეგმვა, რომელიც მიმდინარე წლის 15 მაისამდე უნდა გაიმართოს. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში BBC-ის წყაროები აცხადებენ, რომ არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ მათი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

10 თებერვალი

ამბავიუცხოური მედია

ეპშტეინის თანამზრახველმა ტრამპს გარიგება შესთავაზა

გიზლეინ მაქსველმა კონგრესში დაკითხვისას აშშ-ის კონსტიტუციის მეხუთე შესწორებით ისარგებლა და ეპშტეინის საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, — იუწყება CNN.

ამბავიუცხოური მედია

McDonald’s-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

სწრაფი კვების ქსელმა McDonald’s-მა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნიდან გასვლა გადაწყვიტა, რუსეთში ამავე სახელწოდების სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, – ამის შესახებ რუსული მედია როსპატენტის (რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების) მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით იტყობინება.

9 თებერვალი

ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ9 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ22:35

ვიტალი კლიჩკო

ამბავიუცხოური მედია

დანია: ახალი რეფორმა სასამართლოებს აიძულებს, უგულებელყონ ადამიანის უფლებათა კონვენციები

დანიის მთავრობა აგრძელებს საკამათო გეგმების განხორციელებას უცხოეთში დაბადებული დამნაშავეების დეპორტაციის თაობაზე, მიუხედავად სამოქალაქო უფლებების დამცველ ექსპერტთა გაფრთხილებებისა. პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა წარადგინა ფართომასშტაბიანი დეპორტაციის რეფორმის წინადადებები, რომლებიც დანიის სასამართლოებს დაავალდებულებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციის განჩინების გამოტანას იმ შემთხვევაში, თუ ისინი მინიმუმ ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთით არიან მსჯავრდებულნი – მიუხედავად მათი უფლებისა ოჯახურ ცხოვრებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის გათვალისწინებული. ფრედერიქსენმა აღიარა, რომ აღნიშნულმა ნაბიჯმა შესაძლოა საერთაშორისო კონვენციები დაარღვიოს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „გამართლებულია“.

ამბავიუცხოური მედია

ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ტომ ტუგენჰატი: ბრიტანეთს მხოლოდ რვა დღის სამყოფი საბრძოლო ამუნიცია აქვს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ტომ ტუგენჰატი X-ზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის მარაგების დეფიციტზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ქვეყანას მხოლოდ რვა დღის სამყოფი საბრძოლო ამუნიცია აქვს.

ამბავიუცხოური მედია

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ-ერთ დანიურ მედიას მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ TV2 “საშინელი არხია”

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი, TV2-ის შესახებ, რომელიც ნაწილობრივ სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი მედია არხია, აცხადებს, რომ იგი “საშინელი არხია”, – ამის შესახებ ინფორმაციას დანიური მედია BT news ავრცელებს.

ამბავიუცხოური მედია

პირს მორგანი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს: ქვეყნის საკეთილდღეოდ, გადადექი

გავლენიანი ბრიტანელი ჟურნალისტი, პირს მორგანი, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდებს.

ამბავიუცხოური მედია

ეპშტეინის სკანდალის ფონზე ბრიტანეთის პრემიერი პოლიტიკური გადარჩენისთვის იბრძვის: კირ სტარმერის ადმინისტრაციის უფროსმა ეპშტეინთან კავშირში მყოფი პიტერ მინდელსონის აშშ-ში ელჩად დანიშვნაზე პასუხისმგებლობა აიღო და თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ადმინისტრაციის უფროსმა, მორგან მაკსვინიმ, კვირას თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ მან აიღო პასუხისმგებლობა სტარმერისთვის პიტერ მანდელსონის აშშ-ში ელჩად დანიშვნის შეთავაზების შესახებ, მიუხედავად ჯეფრი ეპშტეინთან მისი ცნობილი კავშირებისა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი, ჯეფრი ეპშტეინის ცნობილი სკანდალის შემდეგ, მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდა.

ამბავიუცხოური მედია

ნორვეგიელი დიპლომატი მონა იული ეპშტეინთან კავშირების გამო თანამდებობას ტოვებს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გავლენიანი ელჩი მონა იული, სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო თანამდებობას დატოვებს.

ამბავიუცხოური მედია

ეპშტეინის პარტნიორი, ჟისლენ მაქსველი კონგრესის კომისიის კითხვებს არ უპასუხებს

ჯეფრი ეპშტეინის პარტნიორი, ჟისლენ მაქსველი, ორშაბათს დაგეგმილ ჩვენების მიცემის პროცესში კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრის, რო კანას მიერ კვირას გავრცელებულ წერილში.

ამბავიუცხოური მედია

კალიფორნიაში თეთრი შხამას „სუპერყვავილობას“ ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კალიფორნიაში ოთხი ადამიანი დაიღუპა სასიკვდილოდ შხამიანი სოკოს, თეთრი შხამას (Amanita phalloides), საკვებად გამოყენების შემდეგ. როგორც სააგენტო AP აღნიშნავს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი სოკო ძალიან ჰგავს საკვებად ვარგის სახეობებს, რის გამოც მათი ერთმანეთში არევა ადვილია.

ამბავიუცხოური მედია

პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კანდიდატმა, ანტონიო ხოსე სეგურომ გაიმარჯვა

პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე-ცენტრისტი სოციალისტური პარტიის კანდიდატმა, ანტონიო ხოსე სეგურომ გაიმარჯვა.

8 თებერვალი

ამბავიუცხოური მედია

ანდრეი ბაბიშის განცხადებით, ბორის ჯონსონმა 2022 წელს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ჩაშალა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა, ჩეხური ტელევიზიის TN.cz-ის ეთერში ევროპის ქვეყნებს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენისკენ მოუწოდა და ეს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებელ პირობად მოიხსენია.

ამბავიუცხოური მედია

უკრაინის უმაღლესი რადას საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე: თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს არ შევასრულებთ, ამას ფინანსური კატასტროფა მოჰყვება

უკრაინის უმაღლესი რადას საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დანილო გეტმანცევი აცხადებს, რომ თუ უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ამას ფინანსური კატასტროფა მოჰყვება.

ამბავიუცხოური მედია

ევროკავშირმა იანვარში რეკორდული რაოდენობით რუსული თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა, რადგან იმპორტის სრული აკრძალვის თარიღი ახლოვდება

რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ევროკავშირში მიწოდებამ იანვარში რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი 2027 წლიდან რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვისთვის ემზადება.

ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ8 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ11:57

ვიქტორ ორბანი

7 თებერვალი

ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ7 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ22:32

ვიქტორ ორბანი

ამბავიუცხოური მედია

ტრამპმა წაშალა ვიდეო, რომელშიც ბარაკ და მიშელ ობამები მაიმუნების სახით იყვნენ გამოსახულნი

სკანდალური პოსტი ტრამპის გვერდზე ხუთშაბათს გვიან ღამით გამოჩნდა. ვიდეო წარმოადგენს ე.წ. „მემს“, სადაც პრეზიდენტი ტრამპი „ჯუნგლების მეფის“ როლშია წარმოდგენილი, ხოლო დემოკრატიული პარტიის წევრები მულტფილმ „მეფე ლომის“ პერსონაჟების სახით არიან ნაჩვენები.

6 თებერვალი

ამბავიუცხოური მედია

ბულგარეთის პარლამენტმა დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ევროკავშირის საზღვრებს მიღმა მდებარე ქვეყნებში საარჩევნო უბნების რაოდენობას ამცირებს

ბულგარეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნებში საარჩევნო უბნების რაოდენობა 20-მდე იზღუდება. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.

ამბავიუცხოური მედია

აშშ-ის სენატორი Netflix-ს ბავშვებში ლგბტ კონტენტის „თავსმოხვევაში“ ადანაშაულებს

Netflix-ისა და Warner Bros.-ის მოსალოდნელი შერწყმის საკითხზე გამართულ მოსმენებზე, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა სტრიმინგ-გიგანტი „ვოუქიზმსა“ და პოლიტიკურ მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს.

ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ6 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ11:08

მარიო ნაუფალი

ამბავიუცხოური მედია

დონალდ ტრამპმა 17 მაისს ამერიკელები ვაშინგტონში საყოველთაო ლოცვაზე მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 2026 წლის 17 მაისს ამერიკელები საყოველთაო ლოცვაზე მიიწვია. როგორც ტრამპმა განაცხადა, 17 მაისს ვაშინგტონში, ეროვნულ მოედანზე, ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, რომლის მიზანიც იქნება „ამერიკის ხელახლა გამოცხადება ღმერთის წინაშე ერთიან ერად.“