ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი14°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი17°C
  • რუსთავი16°C
  • ზუგდიდი15°C
  • თელავი12°C
  • გორი14°C
  • ახალციხე11°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური13°C
  • მესტია8°C
  • ფოთი17°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032

მსოფლიო

313 მასალა

6 თებერვალი

ამბავიუცხოური მედია

პოლონეთში აშშ-ის ელჩმა სეიმის სპიკერთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა ნობელის პრემიაზე ტრამპის კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარის გამო – დონალდ ტუსკმა ელჩს პატივისცემისკენ მოუწოდა

პოლონეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ როუზმა, პოლონეთის სეიმის სპიკერთან, ვლოძიმიეჟ ჩაჟასტისთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატურისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭების მხარდაჭერაზე.

5 თებერვალი

ამბავიუცხოური მედია

ეპშტეინი სტივენ ჰოკინგის გარშემო არსებული ჭორებით მანიპულირებდა

სხვადასხვა დროს არაერთი მედიასაშუალება აქვეყნებდა იმ გოგონების ჩვენებებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეპშტეინის კუნძულზე ასტროფიზიკოს სტივენ ჰოკინგთან სექსუალური კავშირი ჰქონდათ. თუმცა, როგორც RTVI.US აღნიშნავს, თავად ჯეფრი ეპშტეინი საკუთარ წერილებში არაერთხელ უსვამდა ხაზს ამ ჭორების აბსურდულობას.

ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ5 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ10:27

ევროპარლამენტარი ტომ ვანდენდრიშე

ამბავიუცხოური მედია

ამერიკელი ჟურნალისტი მაიკლ შელენბერგერი: ინფორმატორი, რომელმაც სენატორ როჯერ უიკერის ჰელსინკის კომისიის დანაშაულებრივი საქმიანობა გამოავლინა, აცხადებს, რომ კომისია სახიფათო უცხოელი აქტორების მიერ „კომპრომეტირებულია“

ამერიკელი ჟურნალისტი მაიკლ შელენბერგერი, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ როჯერ უიკერს რუსეთ-უკრაინის ომში აშშ-ის სამხედრო ჩარევის ყველაზე გავლენიან მხარდამჭერს უწოდებს.

ამბავიუცხოური მედია

არაბული ქვეყნების თხოვნით? აშშ-მა ირანთან მოლაპარაკებების გაუქმება გადაიფიქრა

ინფორმაცია შეხვედრის ჩაშლის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ უარყო. მან სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ შეხვედრა 6 თებერვალს არის დაგეგმილი და ის ომანის დედაქალაქ მასკატში უნდა გაიმართოს.

4 თებერვალი

ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ4 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ22:42

მარკო რუბიო

ამბავიუცხოური მედია

წარმომადგენელთა პალატის იუსტიციის კომიტეტი: TikTok-მა ევროკომისიას აცნობა, რომ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება გამარჯვებული კანდიდატის, ჯორჯესკუს მხარდასაჭერად რუსეთთან კოორდინირებული კამპანიის შესახებ – კამპანია სხვა რუმინული პარტიის მიერ იყო დაფინანსებული

ახალი, გამოუქვეყნებელი დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებებს, რომლებმაც რუმინეთის სასამართლოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება გადააწყვეტინა, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იუსტიციის კომიტეტი (რესპუბლიკელები), X-ზე წერს.

ამბავიუცხოური მედია

Bloomberg: გერმანიის კანცლერი აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას გეგმავს

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი თხევადი ბუნებრივი აირის ბაზრის დივერსიფიკაციას გეგმავს, რათა გერმანიისა და ევროკავშირის დამოკიდებულება ამერიკულ ენერგიაზე შეამციროს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ4 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ18:08

ლიზ ტრასი

ამბავიუცხოური მედია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი ევროკომისიას 10 წლის განმავლობაში განხორციელებულ ცენზურაში ადანაშაულებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ევროკომისიას ბოლო 10 წლის განმავლობაში ცენზურის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.

ამბავიუცხოური მედია

ტრამპი- პუტინმა შეასრულა სიტყვა უკრაინასთან „ენერგეტიკული ზავის“ საკითხში, ერთი კვირა გავიდა და ძლიერი დარტყმა მიაყენა

პუტინმა შეასრულა სიტყვა უკრაინასთან „ენერგეტიკული ზავის“ საკითხში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

3 თებერვალი

ამბავიუცხოური მედია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი ევროკომისიას 10 წლის განმავლობაში განხორციელებულ ცენზურაში ადანაშაულებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ევროკომისიას ბოლო 10 წლის განმავლობაში ცენზურის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. მათი შეფასებით, ევროკომისიამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად გამოიყენა პოლიტიკური ბერკეტები სოციალური მედიის პლატფორმებზე ზეწოლისთვის, რასაც მათი თქმით, ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა მოჰყვა.

ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ3 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ11:57

Fox News

1 თებერვალი

ამბავიუცხოური მედია

ფლორიდაში წყვილს ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ სხვისი ბიოლოგიური შვილი შეეძინა

ფლორიდაში მეუღლეებმა, ტიფანი სკორმა და სტივენ მილსმა, ხელოვნური განაყოფიერების (IVF) მძიმე პროცედურისა და დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მათთვის სრულიად უცხო, გენეტიკურად არანათესავი ბავშვი შეეძინათ.

ამბავიუცხოური მედია

„ჩვენ უნდა შევძლოთ კონტაქტი რუსეთის ფედერაციასთან, რუსეთის ლიდერთან… ამის გარეშე ჩვენი გუნდები ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ შეძლებენ” – ზელენსკი

„რუსეთთან და აშშ-სთან ნებისმიერი ფორმატით შეხვედრებისთვის მზად ვართ. ჩვენ ასევე გვსურს, რომ შეხვედრებზე ევროპაც იყოს წარმოდგენილი, რადგან ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი ევროკავშირში წევრობაა, ასევე მონაწილეობა უნდა მიიღოს მსურველთა კოალიციამაც… ჩვენ უნდა შევძლოთ კონტაქტი რუსეთის ფედერაციასთან, რუსეთის ლიდერთან, ამა თუ იმ ფორმატში. ასეთი ფორმატის გარეშე ჩვენი გუნდები ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ შეძლებენ” ,- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Český rozhlas Plus-თან ინტერვიუში

31 იანვარი

ამბავიუცხოური მედია

ტრამპი, მასკი და გეითსის „რუსი გოგონები“: აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ეპშტეინის საქმის 3 მილიონი დოკუმენტი გაასაჯაროვა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა (DOJ) 2026 წლის 30 იანვარს ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალების გიგანტური არქივი გამოაქვეყნა. გენერალური პროკურორის მოადგილის, ტოდ ბლანშის განცხადებით, გასაჯაროვდა 3 მილიონზე მეტი დოკუმენტი, 2 000-მდე ვიდეო და 180 000-ზე მეტი ფოტომასალა.

ამბავიუცხოური მედია

CNN-ის ყოფილი ჟურნალისტი დონ ლემონი მინესოტაში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დააკავეს

CNN-ის ყოფილი ჟურნალისტი დონ ლემონი და კიდევ სამი პირი დააკავეს ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მინესოტას ეკლესიაში ICE-ის მოწინააღმდეგე მომიტინგეებმა, წირვა ჩაშალეს.

30 იანვარი

ამბავიუცხოური მედია

მელანია ტრამპის დოკუმენტური ფილმი სამხრეთ აფრიკის კინოთეატრებიდან ამოიღეს

მელანია ტრამპის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კინოეკრანებზე აღარ გამოვა. ფილმის ჩვენება მას შემდეგ გაუქმდა, რაც ქვეყანასა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დიპლომატიური ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა.

ამბავიუცხოური მედია

„საზღვრის მეფე“ ტომ ჰომანი მინესოტაში ICE-ის თანამშრომელთა შემცირებას არ გამორიცხავს, ხოლო იმ თანამშრომლების საკითხი, რომლებიც ქცევის კოდექსს დაარღვევენ, მკაცრად განიხილება

ამერიკის შეერთებული შტატების „საზღვრის მეფემ“, ტომ ჰომანმა, მინეაპოლისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შტატში საიმიგრაციო რეიდების მასშტაბის შემცირება პირდაპირ არის დამოკიდებული ადგილობრივი ჩინოვნიკების თანამშრომლობაზე. 26 იანვარს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰომანი მინესოტაში სპეციალური მისიით მიავლინა, რათა არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციები დაარეგულიროს.

ამბავიუცხოური მედია

აშშ ახლო აღმოსავლეთში ძალებს ზრდის: რა რესურსებს გამოიყენებს პენტაგონი ირანზე შესაძლო დარტყმისთვის?

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება. დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე, სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების დამრტყმელი ჯგუფი უკვე გამოჩნდა. ექსპერტები და ანალიტიკოსები აქტიურად განიხილავენ იმ სამხედრო პოტენციალს, რომელიც ვაშინგტონს ირანის წინააღმდეგ მოქმედებისთვის აქვს მობილიზებული. ინფორმაციას RTVI ავრცელებს.

ამბავიუცხოური მედია

POLITICO: კორუფცია ევროკავშირში – ესტონელმა მაღალი თანამდებობის პირმა, ჰენრიკ ჰოლოლეიმ, საჩუქრების სანაცვლოდ, მსხვილი საავიაციო გარიგების შესახებ კონფიდენციალური დეტალები კატართან გაცვალა

ევროკომისიამ ერთ-ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი, ჰენრიკ ჰოლოლეი, თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ მან წესები დაარღვია, – POLITICO-ს ეს ინფორმაცია სამმა ოფიციალურმა პირმა დაუდასტურა.

29 იანვარი

ამბავიუცხოური მედია

„2008 წლის კრიზისი საბავშვო პიკნიკად მოგეჩვენებათ“ — ცნობილი ეკონომისტი აშშ-ს ფინანსურ კატასტროფას უწინასწარმეტყველებს

მსოფლიო ეკონომიკა დიდი შტორმის მოლოდინშია. ეკონომისტმა პიტერ შიფმა, რომელმაც 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი ზუსტად იწინასწარმეტყველა, Fox Business-ის ეთერში მორიგი საგანგაშო განცხადება გააკეთა.

ამბავიუცხოური მედია

PEOPLE: აშშ-ში ქალებმა „შიშველი კალენდრისთვის“ იპოზიორეს და ქალაქისთვის თოვლსაწმენდი მანქანების საყიდელი ფული შეაგროვეს

ამერიკის შტატ ორეგონის პატარა ქალაქ ლეიკვიუს (Lakeview) სერიოზული ფინანსური კრიზისი შეექმნა — დასახლება გაკოტრების პირას იყო და ზამთრისთვის თოვლის საწმენდი სამუშაოების დაფინანსებასაც კი ვერ ახერხებდა. ორმა ადგილობრივმა ქალბატონმა, მარგო დოდსმა და ჯეს კალვინმა, გამოსავალი მეტად უჩვეულო ფორმით იპოვეს. ინფორმაციას people ავრცელებს.

28 იანვარი

ამბავიუცხოური მედია

„ჩვენ არ ვიხევთ უკან, ჩვენ ცვლილებები შეგვაქვს“: ტრამპი მინესოტაში დაძაბულობის შემცირებას დაჰპირდა

აშშ-ის პრეზიდენტი აიოვაში მხარდამჭერებს შეხვდა და დაარწმუნა ისინი, რომ მინესოტაში, სადაც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) რეიდებს მასობრივი პროტესტი და ორი მსხვერპლი მოჰყვა, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.

27 იანვარი

ამბავიუცხოური მედია

გამოცემა Middle East Eye-ის ცნობით, თურქეთი ბუფერული ზონის შექმნას გეგმავს, თუ ირანის მთავრობა დაეცემა

ონლაინგამოცემა Middle East Eye-ის ინფორმაციით, ანკარა გეგმებს ამზადებს, ირანზე აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში ლტოლვილთა პოტენციური ნაკადის თავიდან ასაცილებლად. გამოცემის ცნობით, თურქეთი გეგმავს ბუფერული ზონის შექმნას საზღვრის ირანულ მხარეს, თუ ყველაზე უარესი სცენარი განვითარდება და თეირანში მთავრობა დაიშლება.

26 იანვარი

ამბავიუცხოური მედია

POLITICO: კალასი ჩივის, რომ ფონ დერ ლაიენი დიქტატორია, მაგრამ ამის წინააღმდეგ თითქმის ვერაფერს აკეთებს

ზოგი პოლიტიკოსისთვის ბრიუსელი ის ადგილია, სადაც აგზავნიან, როცა პრობლემურები ხდებიან ან როცა სამშობლოში აღარ სჭირდებათ. სხვებისთვის კი ეს არის შანსი, მიიღონ პრესტიჟული პოზიცია, რომელიც მათ რეალურ რანგსა თუ გამოცდილებასაც კი სცდება, – ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.

ამბავიუცხოური მედია

ამერიკული ტარიფების ფონზე, ევროკავშირი და ინდოეთი ისტორიული სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად ემზადებიან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული მკაცრი ტარიფების ფონზე, რომლებმაც ინდოეთის ექსპორტს დარტყმა მიაყენა, დელიმ და ბრიუსელმა ურთიერთობების დაახლოების მკვეთრად დაჩქარება გადაწყვიტეს.

ამბავიუცხოური მედია

როიტერი: ინდოეთი ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ავტომობილებზე ტარიფებს 40%-მდე შეამცირებს

ინდოეთი ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ავტომობილებზე ტარიფებს 110%-დან 40%-მდე შეამცირებს,-წერს “როიტერი” წყაროებზე დაყრდნობით. როიტერს მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა ორმა წყარომ განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობა დათანხმდა დაუყოვნებლივ შეამციროს გადასახადი 27-ქვეყნიანი ბლოკიდან შეზღუდული რაოდენობის ავტომობილებზე, რომელთა იმპორტის ფასი 15 000 ევროს (17 739 აშშ დოლარი) აღემატება.