სამხედრო დრონი, რომელიც ლიეტუვაში ჩამოვარდა, უკრაინიდან იყო. ის თავდაპირველად რუსეთის მიმართულებით იყო გაშვებული, თუმცა შემდეგ კურსი დაკარგა, – განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ.
Instagram-მა დაბლოკა ჯესიკა ფოსტერის ანგარიში — ის პოზიციონირებდა, როგორც აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე და პატრიოტი, რომელიც „პირადად შეხვდა“ დონალდ ტრამპს, ვლადიმერ პუტინს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ლიონელ მესის. თუმცა, როგორც გაირკვა, პრეზიდენტებთან და ცნობილ ადამიანებთან გადაღებული ყველა ფოტო, ისევე როგორც თავად ფოსტერის პიროვნება, ნეიროქსელის მიერ იყო გენერირებული.
ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ჯო კენტი, ირანთან ომის გამო გადადგომის გადაწყვეტილებამდე, გამოძიების ფედერალური ბიუროს გამოძიების ობიექტი გახდა. AP-სა და Semafor-ის ინფორმაციით, კენტს ეჭვმიტანილად მიიჩნევენ იმაში, რომ მან შესაძლოა, საიდუმლო ინფორმაცია დაუშვებელი ფორმით გააზიარა.
რიჩარდ ბუკსტეიბერი — ადამიანი, რომელმაც 2007 წელს დაწერა წიგნი „ჩვენივე შექმნილი დემონი“ და 2008 წლის კრახი იწინასწარმეტყველა — კვლავ განგაშს ტეხს. The New York Times-ისთვის დაწერილ სვეტში ის ამტკიცებს, რომ მსოფლიო ისეთი კრიზისის წინაშე დგას, რომელიც შესაძლოა, წინა კრიზისზე ბევრად უფრო საშინელი აღმოჩნდეს.
კონგრესის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტი პემ ბონდისგან ითხოვს ჩვენებას იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოებდა იუსტიციის დეპარტამენტი ჯეფრი ეპშტეინის საქმის გამოძიებას და როგორ განკარგავდა მასთან დაკავშირებულ მილიონობით დოკუმენტს, იუწყება AP. აშშ-ის გენერალური პროკურორი სასამართლოში (საგამოძიებო მოსმენაზე) 14 აპრილს უნდა გამოცხადდეს.
ინგლისის კენტის საგრაფოში, ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მენინგიტის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 11 საავადმყოფოშია გადაყვანილი. დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) „ბი-ბი-სის“ (BBC) დაუდასტურა, რომ გამოვლენილია მენინგიტის B ჯგუფის შტამი, რომელიც ცნობილია როგორც MenB.
ვიქტორ ორბანმა „უკრაინის შანტაჟის“ წინააღმდეგ მშვიდობის მარში დააანონსა, რომელზეც უნგრელები მიიწვია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მისი ბრძანებით, ირანის სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური იერიში განხორციელდა.
POLITICO-სთან ინტერვიუში, ესპანეთის ვიცე-პრემიერმა იოლანდა დიასმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის იმ ლიდერთა რიცხვს მიეკუთვნება, „რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მართონ ის ისტორიული მომენტი, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ“. ესპანეთსა და გერმანიას შორის დაძაბულობა მერცსა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ დაიწყო.
Apple-მა რუსეთის ფედერაციაში “ჭკვიანი საათების” სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა. სასაქონლო ნიშნის „Connect to Apple Watch“ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უწყებაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა.
აშშ-სა და კუბას შორის დაგეგმილ შეთანხმებაში, USA Today-ის წყაროების ინფორმაციით, შევა სანქციების გაუქმება, კუნძულის გახსნა ამერიკელი ტურისტებისთვის, ასევე მსხვილი ინვესტიციები კუბის პორტების ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკასა და ტურიზმში.
სენატორი ჯოშ ჰოული, ჯორჯ და ალექს სოროსებს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების “შავი ფულის” მეშვეობით დაფინანსებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან FoxNews-ის ეთერში განაცხადა, როდესაც წამყვანმა ლოს-ანჯელესში არეულობებთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა, როგორ მოხვდა მომიტინგეების ხელში მთელი ყუთი აირწინაღები, როგორ მოხდა მათი ასე სწრაფად დარიგება და ხომ არ მოდის ეს ყველაფერი სოროსისგან.
ირანის წინააღმდეგ ამერიკული ოპერაციის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე, ჰეშთეგი #SendBarron სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ათასობით მომხმარებელი მოითხოვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის უმცროსი ვაჟი, 19 წლის ბარონი, საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთოს.
კათოლიკე ეპისკოპოსი ემანუელ შალეტა სან-დიეგოს აეროპორტში დააკავეს — სასულიერო პირი, რომელიც ეპარქიის ფულადი სახსრების გაფლანგვასა და არაეთიკურ ქცევაშია ეჭვმიტანილი, ქვეყნიდან გაფრენას ცდილობდა. ამის შესახებ National Catholic Reporter-ი იტყობინება.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ არ არის პასუხისმგებელი მინაბის სკოლაში 170-მდე მოსწავლისა და პედაგოგის დაღუპვაზე. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავე თავად ირანული მხარე და მათი „არაზუსტი იარაღია“. პენტაგონის ხელმძღვანელმა, ჰეგსეტმა კი დასძინა, რომ „ერთადერთი, ვინც მიზანში სამოქალაქო პირებს იღებს, ირანია“.
აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგი, არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი დონის ან საუკეთესო – როგორც დღეს მითხრეს, ჩვენ გვაქვს ამ იარაღის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელში.
ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოსცა ოფიციალური გაფრთხილება, რომელიც ირანთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე, ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლო საფრთხეებს ეხება.
აშშ-ში, დემონსტრანტები თაიმს-სკვერზე შეიკრიბნენ ირანში აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის მოთხოვნით. აქციაზე გაჟღერებულ ლოზუნგებს შორის იყო მოწოდებები, რომ თანხები მიიმართოს „მოქალაქეების საჭიროებებზე და არა ომზე“.
„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ალბათ იმაზე მეტადაც კი მაშინებს, ვიდრე ტრამპი. ეს არის ადამიანი, რომელმაც ნიღაბი მოირგო და სახე მასში ჩაეზარდა“, — ამის შესახებ კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა პოდკასტში MS NOW განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონვენციების ფინანსურ თუ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხთა ბიურომ გაავრცელა. განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მათი მოწინააღმდეგეების ხელში იარაღად იქცნენ.
გერმანიაში კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო პენსიონერის წინააღმდეგ, რომელმაც გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, “პინოქიო” უწოდა. Apollo News-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კომენტარი ინტერნეტ-მონიტორინგის დროს აღმოაჩინეს და საქმე ოფიციალურად აღძრეს.