Layout K (with load more)

ტურიაშვილი: ამდენი წელია უსამშობლოების მხრიდან გვესმოდა ერთი დიდი ტყუილი, რომ თურმე “კარფური” ბიძინა ივანიშვილის იყო. დღეს, როცა ცნობილი გახდა, რომ სუს-ი კარფურის ფასებს შეისწავლის, უკვე შეცვალეს თავიანთი ტყუილი და დაიწყეს ყვირილი, არიქა სუს-ი კარფურს აწიოკებსო

ნინო ჯღარკავა: პოლიტიკაში ხელმოცარულმა მამუკა ხაზარაძემ სტრასბურგში შეიძინა ძველი თეატრის შენობა, სადაც გეგმავს რესტორნის გახსნას, გაუბაზრდა ეს ამბავი და იღებს სერიოზულ საყვედურებს ცალკე მისი პარტიიდან და ცალკე ტვ პირველის ჟურნალისტებისგან, რომ ესენი უხელფასოდ არიან და თავად ხსნის რესტორანს

ეკა სეფაშვილი: კარტელური გარიგება არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ რაიმე სახის დოკუმენტია გაფორმებული. ეს არის გარიგება, როდესაც ბაზრის რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ერთსა და იმავე პირობებს სთავაზობს ბაზარს ისე, რომ მიმღებ მხარეს სხვა გამოსავალს არ უტოვებს

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველა, ვისაც აქვს დემოკრატიის, მედიის ობიექტურობის და პოზიციის კარგად წარმოჩენის ინტერესი, დებატების შესახებ პრემიერის ინიციატივას შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა შეხვდეს

დავით ჩიხელიძე პრემიერის ინიციატივაზე: საჯარო დისკუსიის აღდგენა ნიშნავს პოლიტიკის დაბრუნებას ჩარჩოებში, სადაც მთავარი ღირებულება არგუმენტია და არა აგრესია. ეს ინიციატივა ხელს უწყობს არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, არამედ მედიის გაჯანსაღებასაც

სუს-ი სხვადასხვა კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო ქმედებებზე: გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან

გია აბაშიძე: მმართველი პარტია არასოდეს გაურბის მწვავე, შინაარსიან დისკუსიებს; პრემიერ კობახიძის ინიციატივა ეხება ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ საქმიან დებატებზე ორიენტირებულ არაერთ აქტორს და არა იაფფასიან ეპატაჟისტებს

ზაალ ანჯაფარიძე: პრემიერის ინიციატივა დებატების სივრცის გახსნაზე მისასალმებელია, მითუმეტეს დღეს არსებულ მწვავე სოციალურ პოლიტიკური კონფრონტაციის ფონზე, რომ პაექრობამ ცივილიზებული ფორმა და შინაარსი მიიღოს

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა