პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ლომჯარიას მოთხოვნაზე “ხალხის ვიზით დასჯის” შესახებ: ლომჯარია ამბობს, რომ “იმედი” იტყუება- ეჭვის რა საფუძველი არსებობს, რომ ოთხიდან სამი ინფორმაციის ასპროცენტიანი სიზუსტით დადასტურების პირობებში, მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ტყუილი? ან/და რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა?

იმედის ჟურნალისტის წყაროს მიერ მიწოდებული ოთხი ინფორმაციიდან პირველი, მესამე და მეოთხე მტკიცებულებებით დადასტურდა! რატომ არ უნდა დავიჯეროთ ის ერთიც?! ეჭვის რა საფუძველი არსებობს, რომ ოთხიდან სამი ინფორმაციის ასპროცენტიანი სიზუსტით დადასტურების პირობებში მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ტყუილი? ან/და რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა? – წერს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.

მისი განცხადებით, იმ ფონზე, რომ დადასტურდა ლომჯარია-ფიშერის შეხვედრაც და ისიც, რომ ლომჯარია საელჩოდან გააპარეს, გაუგებარია, რატომ არ უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ, რომ საუბარი შეეხებოდა მოთხოვნას “ხალხის ვიზით დასჯის” – უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ”

“ნინო ლომჯარია იმედს უჩივის! ამბობს, რომ იმედი იტყუება. მოდი გადავხედოთ ფაქტებს, რამდენად მართალი ან ტყუილი შეიძლება იყოს იმედის ინფორმაცია. ტელეკომპანიის ჟურნალისტების თქმით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ: 1. ლომჯარია იმყოფებოდა გერმანიის ელჩთან. 2. საუბარი შეეხებოდა მოთხოვნას “ხალხის ვიზით დასჯის” – უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ”. 3. ლომჯარია ელჩმა თავისი ავტომანქანით საელჩოდან გააპარა. 4. ზაარბრიუკენის მოედანზე ლომჯარია საელჩოს ავტომანქანიდან თავის ავტომობილში გადასვეს. იმედის ჟურნალისტის წყაროს მიერ მიწოდებული ამ ოთხი ინფორმაციიდან პირველი, მესამე და მეოთხე მტკიცებულებებით დადასტურდა! რატომ არ უნდა დავიჯეროთ ის ერთიც?! ეჭვის რა საფუძველი არსებობს, რომ ოთხიდან სამი ინფორმაციის ასპროცენტიანი სიზუსტით დადასტურების პირობებში მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ტყუილი? ან/და რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა? რა შეიძლება იყოს ამ კითხვებზე პასუხი? მაგალითად ეს – ნინო ლომჯარია ასეთ რამეს როგორ იკადრებდა?!. ვფიქრობ, ელემენტარული აზროვნება და ყველაფერი დღესავით ნათელია!”- წერს მაჭავარიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.