ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი9°C
  • გორი7°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია0°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:21
რატი იონათამიშვილი

განცხადება · 164 ნახვა

„პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის, – წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საამაყოა, როდესაც მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ ტრიბუნაზე შენი ქვეყნის ხმა ღირსეულად ისმის.

“მსოფლიოს წინაშე მკაფიოდ გაჟღერდა საქართველოს სათქმელი — მშვიდობის, სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და ღირსების დაცვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გზავნილი, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და საქართველოს არჩევანი ამ უმძიმესი გამოწვევის მშვიდობიანი გზით გადაჭრაა.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, განვითარებასა და ქვეყნის მზარდ როლზე საერთაშორისო ასპარეზზე საუბარი მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო ბიზნესისთვისაც და დამატებითი სტიმული საქართველოში მსხვილი საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას აქვს დიდი ისტორია, საკუთარი ხმა და უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

საამაყოა, როდესაც მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ ტრიბუნაზე შენი ქვეყნის ხმა ღირსეულად ისმის.” – წერს იონათამიშვილი.

რატი იონათამიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. რატი იონათამიშვილი„საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს, ხედავს იმ პროგრესს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არის საუკეთესო ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად“
  2. რატი იონათამიშვილი„ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა“
  3. რატი იონათამიშვილი„ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმა აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეიტანა. ცხადია, ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის და კანონმდებლობის სრული დაცვით – რა ხდება ამის შემდეგ? უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, საქართველო, მათი ფორმალური სამშობლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს“
  4. რატი იონათამიშვილი„არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება – ფონდ „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მთლიანად მოძრაობას“