პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: იმის ნაცვლად, რომ პარალიმპიადის დაწყების წინ ჩვენი გმირი პარა ათლეტების გარშემო გავერთიანდეთ, ბოიკოტით აღტკინების და ბულინგის გზას ვინც ადგას, უხერხულია – გახსნაზეც გავალთ, მონაწილეობასაც მივიღებთ და უკან ჩამოვიტოვებთ რუსებსაც და კიდევ ძალიან ბევრს!

x

ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 56 ქვეყანა მიიღებს. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ 56 ქვეყანაში ღირსეული ადგილი უკავია საქართველოს! ამ დროს, ცალკეულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია. რომ ზამთრის პარალიმპიადის გახსნას 11-მა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ აღარაფერი წერია, რომ იმ თერთმეტეულს ბოიკოტი არ გამოუცხადებია არც პარალიმპიური თამაშებისთვის და არც დახურვის ცერემონიისთვის, – წერს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საქართველოში მოქმედმა ონლაინ მედიამ გააშუქა ეს საკითხი და გამოხატა აღშფოთება, რომ საქართველო არ შეუერთდა 11 ქვეყნის ბოიკოტს, თუმცა, იონათამიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ 2008 წელს, როცა აგვისტოს ომიდან ერთი თვე იყო გასული, პარალიმპიადის გახსნაზე საქართველო არავის გახსენებია

„დღეს ბოიკოტში მონაწილე ქვეყნებიდან. “ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 56 ქვეყანა მიიღებს. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ 56 ქვეყანაში ღირსეული ადგილი უკავია საქართველოს! ამ დროს, ცალკეულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია. რომ ზამთრის პარალიმპიადის გახსნას 11-მა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ აღარაფერი წერია, რომ იმ თერთმეტეულს ბოიკოტი არ გამოუცხადებია არც პარალიმპიური თამაშებისთვის და არც დახურვის ცერემონიისთვის. ის ქვეყნები კი, რომლებიც ბოიკოტს არ შეუერთდნენ, არიან: აშშ, საფრანგეთი, შვედეთი, იტალია, ნორვეგია, შვეიცარია, ესპანეთი, ისლანდია, ბელგია, პორტუგალია, ავსტრია და კიდევ 34 ქვეყანა. აღსანიშნავია, რომ ამ 45 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველოში მოქმედმა ონლაინ მედიამ გააშუქა ეს საკითხი და გამოხატა აღშფოთება იმით, რომ საქართველო არ შეუერთდა 11 ქვეყნის ბოიკოტს.

სხვათაშორის, 2008 წელს, როცა აგვისტოს ომიდან ერთი თვე იყო გასული, პარალიმპიადის გახსნაზე პეკინში ეს ქვეყნები ამაყად იდგნენ ერთად და საერთო სურათებსაც იღებდნენ. საქართველო არავის გახსენებია მაშინ. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი 2022 წელს იყო ერთ-ერთი ინიციატორი, რუსეთის ნაკრებს რომ პარალიმპიადაზე ეროვნული სიმბოლიკით არ მიეღო მონაწილეობა და არც მერე შეგვიცვლია პოზიცია, მაგრამ 2025 წელს IPC-ის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც 2025 წლის 5 დეკემბერს სპორტის საერთაშორისო არბიტრაჟში რუსეთის მიერ მოგებული საქმეც მოჰყვა და ამით მონაწილეობს საკითხი დაიხურა. ჩვენ არც ერთ მეტოქეს არ ვერიდებით. ბევრისთვის მოგვიგია და კიდევ ბევრს დავამარცხებთ, უბრალოდ იმის ნაცვლად, რომ პარალიმპიადის დაწყების წინ ჩვენი გმირი პარა ათლეტების გარშემო გავერთიანდეთ, კიდე ბოიკოტით აღტკინების და ბულინგის გზას ვინც ადგას, ეს ნამდვილად უხერხულია. გახსნაზეც გავალთ, მონაწილეობასაც მივიღებთ და სათხილამურო ტრასებზე უკან ჩამოვიტოვებთ რუსებსაც და კიდევ ძალიან ბევრს! წარმატება ჩვენს გმირ ქართველ პარა ათლეტებს!” – წერს რატი იონათამიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.