ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი9°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲡᲞᲝᲠᲢᲘ29 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ17:06
რატი იონათამიშვილი

განცხადება · 176 ნახვა

„საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს, ხედავს იმ პროგრესს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არის საუკეთესო ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად“

მსოფლიო ჩემპიონატი პარაძიუდოში პარალიმპიურ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და შემთხვევითი არ არის, რომ მასპინძელ ქვეყნად საქართველო შეირჩა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხარდაჭერასა და პარაათლეტებისთვის თანაბარი პირობებისა და სოციალური გარანტიების შექმნას, რამაც მაღალი სპორტული შედეგები განაპირობა.

„23 სექტემბერი არის ჟესტური ენის დღე, ახლა აღინიშნება ჟესტური ენის კვირეული და მე მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ჟესტური ენა კომუნიკაციის საშუალებაა. მადლობა მინდა ვუთხრა სურდო თარჯიმანთა იმ გუნდს, ვინც ახლაც თარგმნის პარლამენტის სხდომა. 25-27 სექტემბერს საქართველომ უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს პარაძიუდოში. ერთი კვირის მანძილზე საქართველოში ვმასპინძლობდით რეკორდული რაოდენობის ქვეყნებს- 44 ქვეყანა, 312 პარასპორტსმენი და ჯამში 600 დელეგატი იყო საქართველოში ჩამოსული. მსოფლიო ჩემპიონატი პარაძიუდოში პარალიმპიურ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და შემთხვევითი არ არის, რომ მასპინძელ ქვეყნად საქართველო შეირჩა, ვინაიდან 2018 წლიდან დღემდე ჩვენ უკვე პარალიმპიური სპორტის 4 სახეობაში უმაღლესი დონის 17 საერთაშორისო ტურნირს ვუმასპინძლეთ. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს, ხედავს იმ პროგრესს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში და ფაქტია, რომ მსოფლიო პარალიმპიურ რუკაზე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მიზიდულობის ცენტრის ადგილი უკავია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბატონი ენდრიუ პარესონსი, რომელიც 2016 წლიდან იკავებს ამ პოზიციას და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია, როგორც პარალიმპიური მოძრაობის, ასევე შშმ პირთა მოძრაობის ადვოკატირების თვალსაზრისით და მას ჰქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები საქართველოში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სპორტის მინისტრთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან და ეს უმაღლესი დონის შეხვედრები ერთის მხრივ, არის საუკეთესო გზავნილი იმისა, რომ საქართველოსთვის არა მხოლოდ, პარალიმპიური მოძრაობა და სპორტი, არამედ შშმ პირთა უფლებები არის პრიორიტეტი და მეორეს მხრივ, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მხრიდან სწორედ იმის აღიარება და აღნიშვნა, რომ ისინი ხედავენ ამ წარმატებას და იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ მხრივ გააჩნია“- აღნიშნა იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ამ სფეროს განვითარებისთვის წვლილი შეიტანეს. მან აღნიშნა, რომ პარალიმპიური სპორტი არ არის ქველმოქმედება, არამედ ეს არის უმაღლესი მიღწევების სპორტი და საუკეთესო ინვესტიცია ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად.

მანვე პირობა დადო, რომ ქართველი პარასპორტსმენები მომავალ პარალიმპიურ თამაშებზე ახალ რეკორდებს დაამყარებენ.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ მისი პირადი კონტრიბუცია ქართული სპორტის და პარალიმპიური მოძრაობის განვითარებაში, ძალიან დიდია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ უმაღლესი დონის პირს, ვინც შეხვდა ბატონ ენდრიუს, საქართველოს სპორტის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ვინაიდან დღეს ფაქტია, რომ პარაათლეტებს აქვთ თანაბარი პირობები განვითარებისთვის, გათანაბრებული არის მათი სტატუსი, სოციალური გარანტიები და ამიტომაც შედეგებიც არ აგვიანებს, რომ მარტო წელს 80 მედალი გვაქვს საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული და გვყავს მსოფლიოს მოქმედი 4 და ევროპის მოქმედი 5 ჩემპიონი. ამ ჩემპიონებში და ამ მედლებში ყველაზე ამაღელვებელი იყო ბოლოს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონობა, რომელიც ჩვენმა პარაძიუდოისტებმა გმირულად შეძლეს. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო, რომ ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 27 სექტემბერს შედგა, სოხუმის დაცემის დღეს, გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მოიგო.

კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ხელისუფლება რეპრესიების გზით ცდილობდა ჩაეხშო საქართველოში პარალიმპიური სპორტი და წაერთმია პარალიმპიური კომიტეტი და ჩვენ მაშინ, სასამართლო სხდომებზე უფრო მეტი დროის გატარება გვიწევდა, ვიდრე საერთაშორისო ტურნირებზე, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება ამ მიმართულებით და ჩვენი პარასპორტსმენების წარმატება არის სწორედ ის, რომ ეს არ არის კომერციული სპორტი და სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე მისი განვითარება შეუძლებელია და სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა და მიდგომა არის, რომ ჩვენ არ ვუყურებთ პარალიმპიურ სპორტს, როგორც ქველმოქმედებას. ეს არის უმაღლესი მიღწევების სპორტი, რომელიც ასევე ცვლის საზოგადოებას უკეთესობისკენ და რომ პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არის საუკეთესო ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად. პარასპორტსმენების სახელით გპირდებით, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ გავახარებთ ჩვენს ქვეყანას, გულშემატკივრებს და მომდევნო პარალიმპიურ თამაშებზე ახალ რეკორდებს დავამყარებთ.”- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. რატი იონათამიშვილი„პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის“
  2. რატი იონათამიშვილი„ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა“
  3. რატი იონათამიშვილი„ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმა აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეიტანა. ცხადია, ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის და კანონმდებლობის სრული დაცვით – რა ხდება ამის შემდეგ? უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, საქართველო, მათი ფორმალური სამშობლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს“
  4. რატი იონათამიშვილი„არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება – ფონდ „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მთლიანად მოძრაობას“