„სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, გაამყარა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე“
„მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას, აპრილის ბოლომდე გრძელდება სამუშაო პროცესი, თუმცა გვინდა, მანამდე დაინახოს საზოგადოებამ გარკვეული შედეგები“
„„პუბლიკასთვის“ ჯილდოს გადაცემა გაგრძელებაა ამაღლობელის შემთხვევის, როცა ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, ეს არის დაბალი სტანდარტი, რითიც მოქმედებს ევრობიუროკრატია“
„შუა დერეფანი დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს, სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს“
„იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს- უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში“
„არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ„დიპ სტეიტის“ აგენტურამ მხოლოდ დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა- ამ დავალების შესრულების მთავარ მედროშედ ნიკა გვარამია იქცა“
„მას შემდეგ, რაც ევროპაში ღრმად გაიდგა ფესვები აგენტურის მმართველობამ და ფსევდოლიბერალურმა ღირებულებებმა, ევროპულ პოლიტიკას დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საყრდენი, ჯანსაღი დებატები მთლიანად გამოეცალა“
„დაბადების დღეს ვულოცავ ილია მეორეს, პატრიარქის თავდადებული მსახურება, უზენაესი ფასეულობების ერთგულება და მოყვასის სიყვარული მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის“
„ინფრასტრუქტურაში ბევრი მიმართულებით იყო არასწორი პრაქტიკა, რაც მთლიანად შეიცვალა, სისტემა კეთილსინდისიერი კომპანიებისთვის გაიხსნა, ჩვენი შედეგები უფრო შთამბეჭდავი იქნება“
„ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს“
„ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად“
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული“
„დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს“
„დღგ-სთან დაკავშირებული სპეკულაციები არის აბსოლუტურად უადგილო, როცა საუბარია 100%-იან ფასნამატზე და შენ 18%-იან დღგ-ზე საუბრობ, აქ ჩანს, რამდენად დიდია სპეკულაცია“
„აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო და მარკეტების ქსელებთან, რომ ფასების შემცირებას მივაღწიოთ, ვთხოვ პარლამენტს, საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია“
„“ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს “ლელო”, გადააბარეს “ალტ ინფოს” და “პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული “ენჯეოებიც” – ძალიან მარტივად იკითხება ხელწერა და კოორდინაცია“
“იგლ ჰილსის” ინვესტიციის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე