„მეუფე ზენონის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არის ცრუ და საზიანო, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა – აუცილებლად დადგინდება, როგორც ამ განცხადებების რეალური საფუძვლების, ისე იმ მოტივების შესახებ, რაც მის უკან დგას“
„სუს-ის გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები აღარ იყოს საჯარო, აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“
„ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან – ეს არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება, როდესაც ქვეყნის პირველი პირი მზად არის საჯარო დისკუსიისთვის ნებისმიერ თემაზე და ნებისმიერ ოპონენტთან“
„ევროკავშირში მძიმე ორშაბათი გათენდა – საცავებში გაზის დონე 30%-ზე დაბალია, მისი საორიენტაციო ფასები კი ბოლო ერთ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა“
„თვეებია ვისმენთ, როგორ იწვევს ურეიტინგო ვარდენ მაჭავარიანი მმართველ გუნდს დებატებში, დადგა მისთვის ნანატრი დღეც და “იმედი” სთავაზობს დებატებს. ლოგიკურად, უნდა გვენახა არგუმენტების კორიანტელი, მაგრამ არა – გაირკვა, რომ ბატონი ვარდენისთვის მთავარი დაბრკოლება, თურმე, ბრიტანული სანქციებია“
„ევროკომისია ახსენებს უკრაინის ხელისუფლებას აღებულ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას და დაცვას“
„გუშინდელი დებატები რეალურად იყო ერთგვარი ლექცია და ეს ლექცია წაუკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ყოვლად მოუმზადებელ ოპონენტებს“
„„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მოდელი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ეფექტიანად მოქმედებს – აშკარაა, რომ ქნ მარინეს, ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვს განათლების თანამედროვე სისტემებზე და მისი განცხადება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“
მარინე ჩიტაშვილის განცხადებაზე
„შაჰიდ ბატი, რომელიც 1999 წელს იემენში გასამართლდა ტერორისტულ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ამ დღეებში ბირმინგემის საქალაქო საბჭოში იყრის კენჭს – თანამედროვე ბრიტანეთისთვის სწორედ ეს არის დემოკრატია. ქვეყანა, სადაც პატრიოტიზმი ექსტრემისტულად არის გამოცხადებული“
„ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ეპოქალური, ისტორიული მისია“
„უნივერსიტეტების გაერთიანება არ ნიშნავს დახურვას, საუბარია სრულუფლებიან შერწყმაზე. ეს არ არის სააკაშვილის ხელისუფლება, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარ მეცნიერებზე და სტუდენტებზე“
„როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ფიშერი საჯაროდ აკრიტიკებს საქართველოს განათლების რეფორმას, ეს აღარ არის „მეგობრული რჩევა“ და „ევროპული ღირებულებების გაზიარება“ – ეს სუვერენული სახელმწიფოს შიდა სივრცეში ჩარევაა“
„ჩაიბარა მამუკა მდინარაძემ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური და მშვიდად გაანეიტრალა ძალიან სახიფათო შიდა თუ გარე აგენტურა – ვულოცავ დამსახურებულ ახალ წოდებას!“