პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკავშირში მძიმე ორშაბათი გათენდა – საცავებში გაზის დონე 30%-ზე დაბალია, მისი საორიენტაციო ფასები კი ბოლო ერთ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

ევროკავშირში მძიმე ორშაბათი გათენდა. ევროკავშირის საცავებში გაზის დონე 30%-ზე დაბალია, მისი საორიენტაციო ფასები კი ბოლო ერთ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

ევროკავშირის თხევადი ბუნებრივი აირის მთავარმა მიმწოდებელმა QatarEnergy-მ ახლახან დახურა მსოფლიოში ყველაზე დიდი წარმოების ობიექტი, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში წერს. მეტრეველის განცხადებით, ევროკავშირში გაზის ფასი 60 %-ით გაიზარდა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო, მისივე თქმით ევროკაშირს შეუძლია უფრო მეტად დაეყრდნოს ამერიკულ თხევად გაზსს, რომელიც 40 მილიარდი დოლარით უფრო ძვირი დაუჯდება.

„ევროკავშირში მძიმე ორშაბათი გათენდა ევროკავშირის საცავებში გაზის დონე 30%-ზე დაბალია, მისი საორიენტაციო ფასები კი ბოლო ერთ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ევროკავშირის თხევადი ბუნებრივი აირის მთავარმა მიმწოდებელმა QatarEnergy-მ ახლახან დახურა მსოფლიოში ყველაზე დიდი წარმოების ობიექტი. ევროკავშირში გაზის ფასი 60%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანთან ომი დაიწყეს. სიტუაცია კატასტროფულს ჰგავს და კრიზისის უმტკივნეულოდ მოგვარების შანსები ძალიან მცირეა. QatarEnergy-მ, არა მხოლოდ შეაჩერა თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება, ასევე გამოაცხადა ფორსმაჟორული მდგომარეობა. რაც გასაგებ ენაზე იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა საერთოდ არ იცის მათი ეკონომიკის მდგრადი განვითარების მთავარი არტერია რა დროით ჩაიკეტა. რა თქმა უნდა, ევროკავშირს ყოველთვის შეუძლია უფრო მეტად დაეყრდნოს ამერიკულ თხევად გაზს. სავარაუოდ, მას სწორედ ამის გაკეთება მოუწევს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა არსებობს და პრობლემა ფასშია. ექსპერტების სიღრმისეული ანალიზის მიხედვით: მძიმე კრიზისში მყოფ ევროკავშირს ამერიკული გაზით ცხოვრების გაგრძელება კიდევ 40 მილიარდი დოლარით ძვირი დაუჯდება. გაგრძელება აუცილებლად იქნება.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.