განცხადება · 107 ნახვა
„გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება – მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ“
ნაც-ლიბერალების კალენდარზე ისევ 2022 წელია და ჰგონიათ, რომ ისევ შეუძლიათ ადამიანები „დააქენსელონ“ ორგანიზებული ბულინგის შედეგად, – წერს ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, გველესიანმა მოახდინა ფაქტის კონსტატაცია და გაიხსენა ვითარება, როდესაც ,,ეგზალტირებული შიგევროპელები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებისგან, საკუთარი „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ”.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
შაქარიშვილის განცხადებით, ,,შიგევროპელებს” ეცლებათ ფული, დასაყრდენი პოლიტიკური ძალები, მედიები და ამ მწარე ფრუსტრაცის გამო, ისტერიული რეაქცია აქვთ გველესიანის ნათქვამ სიმართლეზე.
,,გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება.
გიორგი გველესიანმა თქვა სიმართლე, მოახდინა ფაქტის კონსტატაცია და გაიხსენა ვითარება, როდესაც ეგზალტირებული შიგევროპელები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებისგან, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან საკუთარი „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ. ეს იყო „ისტორიის სწორ მხარეს“ გადასასვლელი ერთგვარი ბილეთი. ზოგი ბულინგს ექვემდებარებოდა, ზოგს ყიდულობდნენ, ზოგს კომპრომატებს ახსენებდნენ, ზოგი კი, ვისაც სიკვდილზე მეტად ყოველთვის „გოიმობის“ ეშინია, საკუთარი ნებით კეკლუცობდა ფსევდო-ტრენდების წინაშე.
მართალია ძალიან რთული წლები გავიარეთ, არაერთი რევოლუციური მცდელობა მოვიგერიეთ, მაგრამ ამ პერიოდში ყველაზე კარგი ის მოხდა, რომ მთელი ეს ნაგავი ზედაპირზე ამოვიდა და მიმდინარეობს საბოლოო გადარეცხვის პროცესი. როდესაც საუბარია ახალი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაზე, აგენტურულ ძალებთან ერთად, მათ მიერ აგრესიული მდაბიოებისგან ხელოვნურად შექმნილი „ელიტის“ გასტუმრებაც იგულისხმება. ეცლებათ ფული, დასაყრდენი პოლიტიკური ძალები, საკუთარ პლატფორმებად გადაქცეული ნაცმედიები, და გრძნობენ, რომ ბუნებრივ ადგილს უბრუნდებიან(ბუღაძის და ამაღლობელის ტუალეტს) არადა პირიქით ეუბნებოდნენ – აი სულ ცოტა დაგვრჩა და ჩამოვშლით ხელისუფლებასო… მაგრამ მწარე ფრუსტრაცია განიცადეს და დღეს იმიტომაც აქვთ ისტერიული რეაქცია გველესიანის ნათქვამზე და ზოგადადაც იმიტომაც არი მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ასეთი მძიმე,” – წერს ვატო შაქარიშვილი.
ვატო შაქარიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ვატო შაქარიშვილი„ნაცმოძრაობა და სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ადასტურებენ, რომ როინ შავაძე საჩვენებელი სისასტიკით დახვრიტეს. მათი მსხვერპლების და ქართველი ხალხის მიმართ ზიზღს აღარც მალავენ. კოლექტიური ნაცმოძრაობა ეს არა უბრალოდ არაკონსტიტუციური ძალა, არამედ ბოროტი ძალაა, მათი ადგილი ჩვენ ქვეყანაში არ არის“
- ვატო შაქარიშვილი„“პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა“
- ვატო შაქარიშვილი„სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია“
- ვატო შაქარიშვილი„მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის“
