ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი8°C
  • გორი5°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია−3°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲡᲮᲕᲐ25 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ13:25
ვატო შაქარიშვილი

განცხადება · 97 ნახვა

„ევროკავშირმა თხარა, თხარაო და MEGOBARI Act-ი გამოთხარაო! აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირში მოქმედი აზრის გამოხატვის ცენზორები, მათ შორის, ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი დაასანქცირა“

ევროკავშირმა თხარა, თხარაო და MEGOBARI Act-ი გამოთხარაო! აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირში მოქმედი აზრის გამოხატვის ცენზორები, მათ შორის ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი დაასანქცირა, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი მართლაც ცვლის მიდგომებს, მაშინ მათ უნდა დაასრულონ დაფინანსება და ყოველგვარი თანამშრომლობა საქართველოში დღემდე მათი სახელით მოქმედ „აზრის პოლიციელებთან“, რომლებიც მედია-ტერორს, ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროიდან ახორციელებენ.

“ევროკავშირმა თხარა, თხარაო და MEGOBARI Act-ი გამოთხარაო! აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირში მოქმედი აზრის გამოხატვის ცენზორები, მათ შორის ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი დაასანქცირა. მარკო რუბიომ საკუთარ განცხადებაში ე.წ. ფაქტების შემმოწმებელ ორგანიზაციებს „გლობალური ცენზურის ინდუსტრიული კომპლექსი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღარ დაუშვებს ამერიკელების აზრის გამოხატვის ცენზურას, რომელიც ქვეყნის გარედან ხორციელდებოდა. ვიღებთ მოცემულობას, რომ ამერიკის მოქალაქის აზრის ცენზურა დანაშაულია, მაგრამ საქართველოს მოქალაქის აზრის ცენზურა „დემოკრატიის დაცვა,“ რადგან საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს ცენზურის ფართო ქსელი, რომელთა დონორებში ამერიკის საელჩოც ფიგურირებს. მათ სამიზნეს კვლავ წარმოადგენს ყველანაირი ალტერნატიული აზრი, რომელიც ლიბერალურ დღის წესრიგს არ ემთხვევა, ისინი გამოგონილი მიზეზებით ზღუდავენ კონკრეტული ადამიანების ფეისბუქ ანგარიშებს, ასევე მედიასაშუალებებს და აქტიურად ახორციელებენ ცენზურას. სიტყვის თავისუფლება უნივერსალური ღირებულებაა, რომლის დაცვა არ უნდა ხდებოდეს გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით. თუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მართლაც ცვლის მიდგომებს, მათ უნდა დაასრულონ დაფინანსება და ყოველგვარი თანამშრომლობა საქართველოში დღემდე მათი სახელით მოქმედ „აზრის პოლიციელებთან“, რომლებიც მედია-ტერორს, ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული სააკაშვილის სიხლიანი რეჟიმის დროიდან ახორციელებენ.” – წერს ვატო შაქარიშვილი.

ვატო შაქარიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ვატო შაქარიშვილი„ნაცმოძრაობა და სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ადასტურებენ, რომ როინ შავაძე საჩვენებელი სისასტიკით დახვრიტეს. მათი მსხვერპლების და ქართველი ხალხის მიმართ ზიზღს აღარც მალავენ. კოლექტიური ნაცმოძრაობა ეს არა უბრალოდ არაკონსტიტუციური ძალა, არამედ ბოროტი ძალაა, მათი ადგილი ჩვენ ქვეყანაში არ არის“
  2. ვატო შაქარიშვილი„“პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა“
  3. ვატო შაქარიშვილი„სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია“
  4. ვატო შაქარიშვილი„მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის“