პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე სერგი კაპანაძის სტატიაზე – ე.წ. მდიდარმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის

ე.წ. მდიდარ ორგანიზაციებად წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, სამწუხაროდ, ისეთი ქცევით გამოირჩევიან, რომ წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სერგი კაპანაძის სტატიას სათაურით – “საქართველო ანტიდასავლურ დრამზე ურტყამს”, რომელსაც გამოცემა „თრანზიშნ მედია” აქვეყნებს.

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია “დროას” ან “გირჩის” პრაქტიკა, როდესაც აქვთ ერთი და იმავე სახელწოდების მქონე და ერთი და იგივე პირებით დაკომპლექტებული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ორგანიზაციები.

“დიდი ხანია შეიმჩნევა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი – ე.წ. მდიდარ ორგანიზაციებად წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, სამწუხაროდ, ისეთი ქცევით გამოირჩევიან, რომ წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის. ეს სამწუხარო რეალობაა. ეს ზღვარი რომ იშლება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს აღარ არის კლასიკური გაგებით სამოქალაქო ორგანიზაცია. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამის შეიძლება იყოს მაგალითად “დროას” ან “გირჩის” პრაქტიკა, როდესაც აქვთ ერთი და იმავე სახელწოდების მქონე და ერთი და იგივე პირებით დაკომპლექტებული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ორგანიზაციები,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. “თრანზიშნ მედიაში” გამოქვეყნებულ სტატიაში სერგი კაპანაძე წერს, რომ ბედის ირონიით, საქართველომ შესაძლოა წელს მაინც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ბლოკის 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი შეფასდა შესრულებულად.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,760,928 ნახვა