რელიგია

სამების საკათედრო ტაძარში საშობაო მსახურება 00:00 საათზე დაიწყება

სამების საკათედრო ტაძარში საშობაო მსახურება 00:00 საათზე დაიწყება, – ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიაროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დღეს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შესრულდება ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურება, რომელსაც აღასრულებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

მსახურება 00:00 საათზე დაიწყება“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ მაცხოვრის შობას იზეიმებს. შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა სრულდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,760,900 ნახვა