ეკონომიკა

გია აბაშიძე „კორუფციის აღქმის ინდექსზე“: მსგავსი მიუკერძოებელი საერთაშორისო შეფასებები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თუ რას მივაღწიეთ და “ბანალიტიკის” რა ჭაობში დრეიფობენ “ნაცებთან” დაკავშირებული ანგარებიანი ექსპერტები და ფსევდო-NGO-ები

მსგავსი მიუკერძოებელი საერთაშორისო შეფასებები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თუ რას მივაღწიეთ და ბანალიტიკის [ბანალური, ანალიზი, პრეტენზიულად სულელური] რა ჭაობში დრეიფობენ “ნაცებთან” დაკავშირებული ანგარებიანი ექსპერტები და ფსევდო-NGO-ები, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსს“, სადაც საქართველო რეგიონის ლიდერად რჩება და ევროკავშირის წევრ 6 და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.

აბაშიძე აღნიშნავს, რომ კვლევისას, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი ოფისი ეყრდნობა არა შესაფასებელი ქვეყნების აქტორებს, არამედ 12-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მიწოდებულ პარამეტრებს.

„ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სათავო, ბერლინის ოფისის (და არა ეკა გიგაურის საქართველოს კანტორის) კორუფციის აღქმის ბოლო ინდექსის მიხედვით, საქართველო რჩება რეგიონის ლიდერად და 55 ქულით 49-ე ადგილს იკავებს. ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის წევრ ექვს სახელმწიფოს: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს. რაც მთავარია, საგრძნობლად ჩამოგვრჩებიან ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნები – მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, ბოსნია, თურქეთი და ალბანეთი. კვლევისას, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი ოფისი ეყრდნობა არა შესაფასებელი ქვეყნების აქტორებს, არამედ 12-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მიწოდებულ პარამეტრებს. კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ისინი ფასდებიან 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია. მსგავსი მიუკერძოებული საერთაშორისო შეფასებები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თუ რას მივაღწიეთ და ბანალიტიკის [ბანალური, ანალიზი, პრეტენზიულად სულელური] რა ჭაობში დრეიფობენ “ნაცებთან” დაკავშირებული ანგარებიანი ექსპერტები და ფსევდო-NGO-ები,“ – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,761,055 ნახვა