პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი – გამომდინარე იქიდან, რომ აშშ „ავრცელებს“ დემოკრატიას სხვა ქვეყნებში, უნდა ველოდოთ, რომ ეს მძლავრი ტალღა საქართველოს მიმართულებით წამოვა და ცნობილი წყაროების საშუალებით კიდევ უფრო გაძლიერდება ლგბტ პროპაგანდა

„რადგან ბლინკენის ეს განკარგულება დოკუმენტური დადასტურებაა იმისა, რომ ლგბტ პროპაგანდა არის ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის სახელმწიფო პოლიტიკის საკითხი და გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცნობილია იმით, რომ ის „ავრცელებს“ დემოკრატიას სხვა ქვეყნებში და პარტნიორ სახელმწიფოებში, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ეს მძლავრი ტალღა წამოვა საქართველოს მიმართულებით და იმ ცნობილი არხების და წყაროების საშუალებით კიდევ უფრო გაძლიერდება ლგბტ პროპაგანდა საქართველოში“-განაცხადა კონსერვატიული გაერთიანება „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, ის ტალღა, რასაც ლგბტ პროპაგანდა ჰქვია საქართველოს მიმართულებითაც წამოვა, რისი ნიშნებიც უკვე სახეზეა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გაცხადებული და დეკლარირებული აქვს, რომ ის მოწოდებულია გაავრცელოს მისი გაგებით დემოკრატია, როგორც მას ესმის დემოკრატია, სხვა ქვეყნებში და განსაკუთრებით, მის პარტნიორ სახელმწიფოებში, ცხადია ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ახალი მძლავრი ტალღა საქართველოზეც წამოვა. ამის ნიშნები და მკაფიო მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს. ეს არის ზოგადად თეთრი სახლის პოლიტიკა, უფრო სწორად, ბაიდენის ადმინისტრაციის, იმიტომ, რომ როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში, ლგბტ პროპაგანდა, ბუნებასთან და კაცობრიობასთან ბრძოლა ავიდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში და პირდაპირი სიტყვის მნიშვნელობით თეთრი სახლის თავზე აფრიალდა ლგბტ დროშა და გახსოვთ ის ე.წ. პრაიდები თუ შოუები, რომელიც იმართებოდა პირდაპირ თეთრი სახლის ეზოში. იცით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი, თეთრი სახლი, მთლიანად ბაიდენის ადმინისტრაცია ამაყობს და თავს იწონებს იმით, რომ სახელმწიფო უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე, რომლებიც ჯარის საკითხებს, ომის, ჯანდაცვის თუ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტენ, არიან ე.წ. ქვიარ ადამიანები, ტრანსგენდერები და ა.შ. ამის არაერთი გამოვლინება გვახსოვს. მათ შორის, თეთრის სახლის პრესსპიკერი, რომელიც გაცხადებული ლესბოსელია და ეს არის საამაყო სავიზიტო ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციისთვის“-აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,761,434 ნახვა